ბერძენიშვილი "მარშზე": ფაშისტები ყველაგან არიან, მაგრამ ეჭვია რომ ჩვენთან მათ უკან სუს-ი დგას

იაგო ნაცვლიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ე.წ. ქართველთა მარშის გამართვაში ვერანაირ პრობლემას ხედავს.

როგორც ბერძენიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ფაშისტური ძალები არიან საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ იქ არ არსებობს ეჭვი, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი ეჭვია, რომ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების უკან სუს-ი დგას.

„დემოკრატიულ ქვეყანაში მარშის ჩატარების უფლება ყველას აქვს. მაგრამ, როდესაც ასეთი რამე ხდება ვთქვათ საფრანგეთში ის სხვა ვითარებაა და ჩვენთან სხვა. ვნახეთ რომ საფრანგეთში ფაშისტი ქალი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გავიდა. ასე, რომ ფაშისტები არიან საქართველოშიც, საფრანგეთშიც და სხვაგანაც. უბრალოდ საფრანგეთში ხელისუფლება მათ ხელს არ უწყობს და ამის უკან არ დგას, ხოლო საქართველოში არსებობს ეჭვი, რომ ეს ჯგუფები მართულები არიან სუს-ის მიერ. აქ დაფინანსების პრობლემები არის გასარკვევი. ხომ არ არის ეს ფინანსები რუსეთიდან, რადგან ასეთი ქმედებები საქართველოს ინტერესში არ შედის. ეს შედის რუსეთის ინტერესებში.

ცალკეულ მოქალაქეს შეუძლია იყოს სულელიც, იდიოტიც, ბრიყვიც და მარშის მონაწილეც, ეს მისი ნებაა, ამას ვერავინ ვერ წაართმევს. სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს ხომ არ ეხმარება ვინმე ამ სისულელეში კონკრეტულ მოქალაქეებს. მთელი ამბავი ეგ არის, თორემ უარყოფითი განწყობა რომ გვაქვს ეგ არაფერს არ ნიშნავს. შემაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფო იმის ნაცვლად რომ ამას იკვლევდეს, პირიქით ეჭვი არსებობს, რომ ამას ყველაფერს ხელს უწყობს. ბრეგაძე არასოდეს არ იქნება საფრთხე რომელიმე საზოგადოებისათვის, ბრეგაძე და კორკოტაშვილი საფრთხე ხდება მაშინ როდესაც შეიძლება მის უკან იდგეს სახელმწიფო რომელიმე სტრუქტურის სახით.

მაგაშია საქმე, რომ ეს ქმედებები საქართველოს იმიჯს შეურაცხყოფს, თორემ გინდა კორკოტამ გაიაროს ქუჩაში და გინდა სოფი ლორენმა, არც ერთი არ მაღელვებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს პრესტიჟს ეხება. ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. როდესაც უცხოელი არის ან არ არის დამნაშავე, ეს უნდა იყოს გამოძიებული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული რაიმე ტიპის გადაცდომა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, მომავალ კვირაში თბილისში აქცია სახელწოდებით „ქართველთა მარში“ იგეგმება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მოეწყობა, რომელიც საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ბერძენიშვილი "მარშზე": ფაშისტები ყველაგან არიან, მაგრამ ეჭვია რომ ჩვენთან მათ უკან სუს-ი დგას

ბერძენიშვილი "მარშზე": ფაშისტები ყველაგან არიან, მაგრამ ეჭვია რომ ჩვენთან მათ უკან სუს-ი დგას
14:13 | 7 ივლისი, 2017

როგორც ბერძენიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ფაშისტური ძალები არიან საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ იქ არ არსებობს ეჭვი, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი ეჭვია, რომ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების უკან სუს-ი დგას.

„დემოკრატიულ ქვეყანაში მარშის ჩატარების უფლება ყველას აქვს. მაგრამ, როდესაც ასეთი რამე ხდება ვთქვათ საფრანგეთში ის სხვა ვითარებაა და ჩვენთან სხვა. ვნახეთ რომ საფრანგეთში ფაშისტი ქალი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გავიდა. ასე, რომ ფაშისტები არიან საქართველოშიც, საფრანგეთშიც და სხვაგანაც. უბრალოდ საფრანგეთში ხელისუფლება მათ ხელს არ უწყობს და ამის უკან არ დგას, ხოლო საქართველოში არსებობს ეჭვი, რომ ეს ჯგუფები მართულები არიან სუს-ის მიერ. აქ დაფინანსების პრობლემები არის გასარკვევი. ხომ არ არის ეს ფინანსები რუსეთიდან, რადგან ასეთი ქმედებები საქართველოს ინტერესში არ შედის. ეს შედის რუსეთის ინტერესებში.

ცალკეულ მოქალაქეს შეუძლია იყოს სულელიც, იდიოტიც, ბრიყვიც და მარშის მონაწილეც, ეს მისი ნებაა, ამას ვერავინ ვერ წაართმევს. სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს ხომ არ ეხმარება ვინმე ამ სისულელეში კონკრეტულ მოქალაქეებს. მთელი ამბავი ეგ არის, თორემ უარყოფითი განწყობა რომ გვაქვს ეგ არაფერს არ ნიშნავს. შემაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფო იმის ნაცვლად რომ ამას იკვლევდეს, პირიქით ეჭვი არსებობს, რომ ამას ყველაფერს ხელს უწყობს. ბრეგაძე არასოდეს არ იქნება საფრთხე რომელიმე საზოგადოებისათვის, ბრეგაძე და კორკოტაშვილი საფრთხე ხდება მაშინ როდესაც შეიძლება მის უკან იდგეს სახელმწიფო რომელიმე სტრუქტურის სახით.

მაგაშია საქმე, რომ ეს ქმედებები საქართველოს იმიჯს შეურაცხყოფს, თორემ გინდა კორკოტამ გაიაროს ქუჩაში და გინდა სოფი ლორენმა, არც ერთი არ მაღელვებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს პრესტიჟს ეხება. ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. როდესაც უცხოელი არის ან არ არის დამნაშავე, ეს უნდა იყოს გამოძიებული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული რაიმე ტიპის გადაცდომა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, მომავალ კვირაში თბილისში აქცია სახელწოდებით „ქართველთა მარში“ იგეგმება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მოეწყობა, რომელიც საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი