ხვალიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება

ადმინისტრატორი

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები, კერძოდ:

• განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები;
• ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
• საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;
• განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
• განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;
• ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.

ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პარლამენტმა "საზგაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი 21 აპრილს 89 ხმით არც ერთი წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ანუ, პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა დაერიცხება 100 ქულა, 2018 წლიდან კი ეს ქულები განულდება და თავიდან დაერიცხებათ 100 ქულა. 

როდესაც როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 50-მდე შეუმცირდება, მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება. SMS-ს მიიღებს ასევე 20 ქულის დარჩენის შემთხვევაში. ქულების განულების შემთხვევაში კი, პირი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მართვის მოწმობა არის შეჩერებული. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მეორე დღესვე ჩააბაროს გამოცდა და დაიბრუნოს მართვის მოწმობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნება, ან 1 წლის შემდეგ მას მართვის მოწმობა 100 ქულით ავტომატურად აღუდგება. 

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

ხვალიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება

ხვალიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდება
10:16 | 30 ივნისი, 2017

• განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები;
• ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
• საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;
• განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
• განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;
• ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.

ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პარლამენტმა "საზგაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი 21 აპრილს 89 ხმით არც ერთი წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ანუ, პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა დაერიცხება 100 ქულა, 2018 წლიდან კი ეს ქულები განულდება და თავიდან დაერიცხებათ 100 ქულა. 

როდესაც როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 50-მდე შეუმცირდება, მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება. SMS-ს მიიღებს ასევე 20 ქულის დარჩენის შემთხვევაში. ქულების განულების შემთხვევაში კი, პირი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მართვის მოწმობა არის შეჩერებული. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მეორე დღესვე ჩააბაროს გამოცდა და დაიბრუნოს მართვის მოწმობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნება, ან 1 წლის შემდეგ მას მართვის მოწმობა 100 ქულით ავტომატურად აღუდგება. 

ავტორი: ადმინისტრატორი