თინა ხიდაშელი: ბუკიკიო არ ეჭვობს, რომ "ოცნება" დაშანტაჟებულია ფეოდალი მაჟორიტარების მიერ!

იაგო ნაცვლიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისია მოატყუა, რასაც როგორც წესი ადვილად არ პატიობენ.

როგორც ხიდაშელმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, ჯანი ბუკიკიოს 1993 წლიდან იცნობს. ხშირად მათი მოსაზრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ კარგად იცის, რომ ბუკიკიო ყოველ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და შემთხვევითი არ არის, როდესაც მან საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა "იმედგაცრუება".

თქვენ გაქვთ დიდი ხნის ურთიერთობა დიპლომატებთან. თქვენთვის რას ნიშნავდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადება საქართველოს მიერ კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ახსენა სიტყვა „იმედგაცრუება“. მისი დიპლომატიური გზავნილი როგორ შეიძლება გადაითარგმნოს ჩვეულებრივ ენაზე?

დიახ, დიპლომატებთან დიდი ხნის ურთიერთობა დიდი ხანია მაქვს, მაგრამ თავად ჯანი ბუკიკიოსთან მაქვს ურთიერთობა 1993 წლიდან, 24 წელია ამ ადამიანს ვიცნობ, პროფესიული ურთიერთობა მაქვს. მასთან ურთიერთობა მქონია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელს. ყველა ასპექტით შემიძლია დავინახო როგორ შეიძლება მივიდეს იმ განცხადებებამდე, რომელიც დღეს მისგან გვესმის. ჯანი ბუკიკიო არ არის ის ადამიანი, რომელიც გაბრაზდება და ემოციურ განცხადებას გააკეთებს, ან რომელსაც რაიმე პროფესიული პრობლემა აქვს და ხან ერთს იტყვის და ხან მეორეს.

ჩვენ ხშირად ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით, ყველა ეტაპზე როდესაც მასთან ურთიერთობა მქონია. არასდროს არ ვყოფილვარ მაინც და მაინც ბედნიერი ვენეციის დასკვნებით იმიტომ რომ ვენეციის კომისია აფასებს კონსტიტუციურ პროცესს და არა მხოლოდ იმ იურიდიულ ტექსტს, რომელიც მასთან მიდის. ყველას ესმის დედამიწის ზურგზე, როგორც ჩანს ბატონი ჯეჯელავას გარდა, რომ კონსტიტუცია ეს არის პოლიტიკური პროცესის შედეგი და არა მხოლოდ იურიდიული ტერმინების გრძელი ჩამონათვალი, რომელსაც ქაღალდზე დაწერ. ის, რომ ჯანი ბუკიკიო 2017 წელს, 24 წლის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობიდან იტყვის, რომ ყოველ საათში ერთხელ სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარო, ეს ნიშნავს:

1. მას გაცილებით მაღალი მოლოდინი ჰქონდა. იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე, როდესაც რაღაცის უფრო დიდი იმედი გაქვს.

2. ვენეციის კომისია უბრალოდ მოატყუეს,  როგორც წესი ასეთ რამეებს მარტივად არ პატიობენ ხოლმე. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. იცით, რომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა ერთი დოკუმენტი და დღეს სხვა დოკუმენტზე მიმდინარეობს მსჯელობა.

3. ჯანი ბუკიკიომ სწორედ ის გვითხრა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პროცესისთვის. ეს არის ის, რომ კონსტიტუციური კონსესუსი ეძებეთ, ელაპარაკეთ ერთმანეთს და დიალოგს მიეცით საშუალებაო. როდესაც კონსტიტუციას მიიღებ ორდღენახევარში, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიული დოკუმენტია. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ ისე დაახევს თავზე შემდეგი ხელისუფლება, როგორც მანამდე „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში ხდებოდა და მანამდე კიდევ შევარდნაძის დროს.

ანუ, თვლით რომ ვენეციის კომისიაც მოტყუებულად გრძნობს თავს?

მე არ ვთვლი, ეს ფაქტია. სიტყვებს არჩევენ ხოლმე დიპლომატები, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. სიტყვა, რომელიც ჯანი ბუკიკიომ გამოიყენა იყო „იმედგაცრუება“. იმედგაცრუება ნიშნავს იმას, როდესაც სხვა რამის იმედი გაქვს და სხვა რამე დაგხვდება. ნებისმიერი სხვა სიტყვა შეეძლო მას გამოეყენებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ასეთ დეტალებს აქვს ხოლმე მნიშვნელობა.

ამ სიტუაციის „გაპრავება“ სცადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ უკვე მეორედ ხდება ჯეჯელავას მხრიდან ასეთი ხმაურიანი განცხადება. როგორ შეაფასებთ ამ საკითხს?

ვნახე თქვენს სააგენტოზე მისი კომენტარი. ბატონ ჯეჯელავას დასჩემდა ყველაფერზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რაზეც მისგან მოსახლეობა ელოდება. ამაზე სულ ქართული ფილმის გმირი მახსენდება-ხოლმე, „დაცვას მიხედე, ხვედელიძეო“. განათლების სისტემას, რომ ცოტა მეტი დრო დაუთმოს, იქნებ იქ მაინც გამოვიდეს რაღაც.

საქმე იმაშია, რომ ბატონი ჯეჯელავა მორიგ ჯერზე აცდა იმას, რაც ხდება ქვეყანაში. მან ისევ ჟურნალისტებისკენ გაიშვირა ხელი, რაღაცებში ვერ გაერკვიეთ და არასწორი სათაურები გამოიტანეთო. მან ასევე განაცხადა, რომ ბუკიომ ის კი თქვა იმედგაცრუებული ვარო, მაგრამ იქვე თქვაო, რომ ზუსტად ვიცი მიიღებთ გადაწყვეტილებასო. დიახ, მინდა ვუთხრა ბატონ ჯეჯელავას, რომ ეს ორი ამბავი ერთი და იგივეა. ბატონი ბუკიკიო იმიტომ არის იმედგაცრუებული, რომ იცის, „ქართული ოცნება“ მარტო, იზოლირებული, ამ დოკუმენტს მიიღებს. ამაშია პრობლემა, რომ იცის, საკონსტიტუციო უმრავლესობა სრული მორჩილებით აუწევს ხელს ამ პროექტს. მას ერთი წუთით არ ეპარება ეჭვი, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივ დაშანტაჟებულია ფეოდალი მაჟორიტარების მიერ, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და ამ შანტაჟის გამო იღებს ამ გადაწყვეტილებებს.

„ქართული ოცნებისგან“, მათ შორის ლიდერებისგანაც გვესმოდა განცხადებები, რომ თუ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნებოდა კრიტიკული, თუ იქნებოდა შენიშვნები მას გაითვალისწინებდნენ ბოლომდე. თქვენ არ გჯერათ, რომ მმართველი გუნდი თავის დაპირებას არც ამ ნაწილში შეასრულებს?

არც მაშინ არ მჯეროდა და არც ახლა არ მჯერა. საქართველოში ყველა ხელისუფლებას აქვს ეს დაპირება და მერე ისეთ კონსტიტუციას იღებენ ხოლმე, როგორ კონსტიტუციასაც ექსკლუზიურად მხოლოდ ისინი თვლიან საჭიროდ. სამწუხაროდ „ოცნება“ დღეს არაა ის პოლიტიკური ძალა, რომელი ასეთი ტიპის პირობის შემსრულებელი და ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღებია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე ეს არასდროს არ მითქვამს, რადგან მძიმე განცხადებების გაკეთებას ვერიდები ხოლმე ამა თუ იმ ადამიანებზე, მაგრამ დღეს სრულიად ნათელია, რომ ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი, სასაცილო და სამარცხვინო შანტაჟის მსხვერპლი არიან მაჟორიტარების მხრიდან. რომელთა მორჩილება და ხმებიც სჭირდებათ, სხვა უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას. ესეც აჩემებაა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა ჰქონდეთ პარლამენტში. ასე ხდება ხოლმე, მერე იმ კონსტიტუციური უმრავლესობის შესავსებად ხმები რომ გჭირდება, ის ხმები გაშანტაჟებენ. „ქართული ოცნება“ ამ შანტაჟის მსხვეპლია დღეს მაჟორიტარების მხრიდან. როგორც ჩანს, რას იტყვის ვენეციის კომისია არ არის მნიშვნელოვანი, ოქრიაშვილი რას იტყვის ეს არის დღეს ბატონი კვირიკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს არის პრემიერ-მინისტრის არჩევანი.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

წაღვერის მახლობლად ხანძრის ქრობის სამუშაოებში 5 ვეტრმფრენი ერთვება

25 სექტემბერი, 2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა...

მეტი

თინა ხიდაშელი: ბუკიკიო არ ეჭვობს, რომ "ოცნება" დაშანტაჟებულია ფეოდალი მაჟორიტარების მიერ!

თინა ხიდაშელი: ბუკიკიო არ ეჭვობს, რომ "ოცნება" დაშანტაჟებულია ფეოდალი მაჟორიტარების მიერ!
17:33 | 29 ივნისი, 2017

როგორც ხიდაშელმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, ჯანი ბუკიკიოს 1993 წლიდან იცნობს. ხშირად მათი მოსაზრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ კარგად იცის, რომ ბუკიკიო ყოველ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და შემთხვევითი არ არის, როდესაც მან საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა "იმედგაცრუება".

თქვენ გაქვთ დიდი ხნის ურთიერთობა დიპლომატებთან. თქვენთვის რას ნიშნავდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადება საქართველოს მიერ კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ახსენა სიტყვა „იმედგაცრუება“. მისი დიპლომატიური გზავნილი როგორ შეიძლება გადაითარგმნოს ჩვეულებრივ ენაზე?

დიახ, დიპლომატებთან დიდი ხნის ურთიერთობა დიდი ხანია მაქვს, მაგრამ თავად ჯანი ბუკიკიოსთან მაქვს ურთიერთობა 1993 წლიდან, 24 წელია ამ ადამიანს ვიცნობ, პროფესიული ურთიერთობა მაქვს. მასთან ურთიერთობა მქონია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელს. ყველა ასპექტით შემიძლია დავინახო როგორ შეიძლება მივიდეს იმ განცხადებებამდე, რომელიც დღეს მისგან გვესმის. ჯანი ბუკიკიო არ არის ის ადამიანი, რომელიც გაბრაზდება და ემოციურ განცხადებას გააკეთებს, ან რომელსაც რაიმე პროფესიული პრობლემა აქვს და ხან ერთს იტყვის და ხან მეორეს.

ჩვენ ხშირად ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით, ყველა ეტაპზე როდესაც მასთან ურთიერთობა მქონია. არასდროს არ ვყოფილვარ მაინც და მაინც ბედნიერი ვენეციის დასკვნებით იმიტომ რომ ვენეციის კომისია აფასებს კონსტიტუციურ პროცესს და არა მხოლოდ იმ იურიდიულ ტექსტს, რომელიც მასთან მიდის. ყველას ესმის დედამიწის ზურგზე, როგორც ჩანს ბატონი ჯეჯელავას გარდა, რომ კონსტიტუცია ეს არის პოლიტიკური პროცესის შედეგი და არა მხოლოდ იურიდიული ტერმინების გრძელი ჩამონათვალი, რომელსაც ქაღალდზე დაწერ. ის, რომ ჯანი ბუკიკიო 2017 წელს, 24 წლის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობიდან იტყვის, რომ ყოველ საათში ერთხელ სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარო, ეს ნიშნავს:

1. მას გაცილებით მაღალი მოლოდინი ჰქონდა. იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე, როდესაც რაღაცის უფრო დიდი იმედი გაქვს.

2. ვენეციის კომისია უბრალოდ მოატყუეს,  როგორც წესი ასეთ რამეებს მარტივად არ პატიობენ ხოლმე. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. იცით, რომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა ერთი დოკუმენტი და დღეს სხვა დოკუმენტზე მიმდინარეობს მსჯელობა.

3. ჯანი ბუკიკიომ სწორედ ის გვითხრა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პროცესისთვის. ეს არის ის, რომ კონსტიტუციური კონსესუსი ეძებეთ, ელაპარაკეთ ერთმანეთს და დიალოგს მიეცით საშუალებაო. როდესაც კონსტიტუციას მიიღებ ორდღენახევარში, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიული დოკუმენტია. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ ისე დაახევს თავზე შემდეგი ხელისუფლება, როგორც მანამდე „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში ხდებოდა და მანამდე კიდევ შევარდნაძის დროს.

ანუ, თვლით რომ ვენეციის კომისიაც მოტყუებულად გრძნობს თავს?

მე არ ვთვლი, ეს ფაქტია. სიტყვებს არჩევენ ხოლმე დიპლომატები, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. სიტყვა, რომელიც ჯანი ბუკიკიომ გამოიყენა იყო „იმედგაცრუება“. იმედგაცრუება ნიშნავს იმას, როდესაც სხვა რამის იმედი გაქვს და სხვა რამე დაგხვდება. ნებისმიერი სხვა სიტყვა შეეძლო მას გამოეყენებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ასეთ დეტალებს აქვს ხოლმე მნიშვნელობა.

ამ სიტუაციის „გაპრავება“ სცადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ უკვე მეორედ ხდება ჯეჯელავას მხრიდან ასეთი ხმაურიანი განცხადება. როგორ შეაფასებთ ამ საკითხს?

ვნახე თქვენს სააგენტოზე მისი კომენტარი. ბატონ ჯეჯელავას დასჩემდა ყველაფერზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რაზეც მისგან მოსახლეობა ელოდება. ამაზე სულ ქართული ფილმის გმირი მახსენდება-ხოლმე, „დაცვას მიხედე, ხვედელიძეო“. განათლების სისტემას, რომ ცოტა მეტი დრო დაუთმოს, იქნებ იქ მაინც გამოვიდეს რაღაც.

საქმე იმაშია, რომ ბატონი ჯეჯელავა მორიგ ჯერზე აცდა იმას, რაც ხდება ქვეყანაში. მან ისევ ჟურნალისტებისკენ გაიშვირა ხელი, რაღაცებში ვერ გაერკვიეთ და არასწორი სათაურები გამოიტანეთო. მან ასევე განაცხადა, რომ ბუკიომ ის კი თქვა იმედგაცრუებული ვარო, მაგრამ იქვე თქვაო, რომ ზუსტად ვიცი მიიღებთ გადაწყვეტილებასო. დიახ, მინდა ვუთხრა ბატონ ჯეჯელავას, რომ ეს ორი ამბავი ერთი და იგივეა. ბატონი ბუკიკიო იმიტომ არის იმედგაცრუებული, რომ იცის, „ქართული ოცნება“ მარტო, იზოლირებული, ამ დოკუმენტს მიიღებს. ამაშია პრობლემა, რომ იცის, საკონსტიტუციო უმრავლესობა სრული მორჩილებით აუწევს ხელს ამ პროექტს. მას ერთი წუთით არ ეპარება ეჭვი, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივ დაშანტაჟებულია ფეოდალი მაჟორიტარების მიერ, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და ამ შანტაჟის გამო იღებს ამ გადაწყვეტილებებს.

„ქართული ოცნებისგან“, მათ შორის ლიდერებისგანაც გვესმოდა განცხადებები, რომ თუ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნებოდა კრიტიკული, თუ იქნებოდა შენიშვნები მას გაითვალისწინებდნენ ბოლომდე. თქვენ არ გჯერათ, რომ მმართველი გუნდი თავის დაპირებას არც ამ ნაწილში შეასრულებს?

არც მაშინ არ მჯეროდა და არც ახლა არ მჯერა. საქართველოში ყველა ხელისუფლებას აქვს ეს დაპირება და მერე ისეთ კონსტიტუციას იღებენ ხოლმე, როგორ კონსტიტუციასაც ექსკლუზიურად მხოლოდ ისინი თვლიან საჭიროდ. სამწუხაროდ „ოცნება“ დღეს არაა ის პოლიტიკური ძალა, რომელი ასეთი ტიპის პირობის შემსრულებელი და ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღებია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე ეს არასდროს არ მითქვამს, რადგან მძიმე განცხადებების გაკეთებას ვერიდები ხოლმე ამა თუ იმ ადამიანებზე, მაგრამ დღეს სრულიად ნათელია, რომ ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი, სასაცილო და სამარცხვინო შანტაჟის მსხვერპლი არიან მაჟორიტარების მხრიდან. რომელთა მორჩილება და ხმებიც სჭირდებათ, სხვა უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას. ესეც აჩემებაა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა ჰქონდეთ პარლამენტში. ასე ხდება ხოლმე, მერე იმ კონსტიტუციური უმრავლესობის შესავსებად ხმები რომ გჭირდება, ის ხმები გაშანტაჟებენ. „ქართული ოცნება“ ამ შანტაჟის მსხვეპლია დღეს მაჟორიტარების მხრიდან. როგორც ჩანს, რას იტყვის ვენეციის კომისია არ არის მნიშვნელოვანი, ოქრიაშვილი რას იტყვის ეს არის დღეს ბატონი კვირიკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს არის პრემიერ-მინისტრის არჩევანი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი