ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერ ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. წარმატებულ სპორტსმენებს შორის ერთ-ერთი დავით ნაროუშვილია, რომელმაც 22-25 ივნისს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერ ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ძალისმიერ ორჭიდში და ძალისმიერ სამჭიდში დავით ნაროუშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში წოლჭიმში 180 კგ და ამოწევაში 250 კგ. საერთო ჯამში 430 კგ შედეგით მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს მიღწეულ წარმატებას დავით ნაროუშვილს და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებებს უსურვებს“ - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

9 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036