პრემიერი: ჩვენს მუსლიმ ძმებს რამაზან ბაირამს ვულოცავ

პრემიერი: ჩვენს მუსლიმ ძმებს რამაზან ბაირამს ვულოცავ

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამაზა ბაირამის დღესასწაულს ულოცავს:

"რამაზან ბაირამს ვულოცავ ჩვენს მუსლიმან ძმებს.  ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე.

ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა.

მჯერა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს ამ დიდ დღესასწაულს, მთელი გულით ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას." 

"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

28 წუთის წინ

შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036