რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სადღესასწაულო ლოცვისას გონება დაკარგა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სადღესასწაულო ლოცვისას გონება დაკარგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სტამბულში სადღესასწაულო ლოცვისას, რომელიც მუსულმანური რამადანის თვის მიწურულს სრულდება, გონება დაკარგა. აღნიშნულის შესახებ CNN Turk-ი წერს.

ინციდენტი მიმარ სინანის მეჩეთში მოხდა, რომელიც სტამბულის პროვინციაში მდებარეობს. ლოცვის დაწყებისას პრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო. თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სისხლში შაქრის მომატებით ხსნიან. მოგვიანებით იგი გონს მოვიდა, უკეთესად გახდა და ჟურნალისტების წინაშე ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი თავს უკვე კარგად გრძნობდა.

"დღეს სისხლში შაქრის მკვეთრი დისბალანსი მქონდა. ექიმებმა გონს მალევე მომიყვანეს და ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

23 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036