პრემიერი: პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით საინტერესოა

პრემიერი: პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით საინტერესოა

პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ამაზე მსჯელობა ძალიან დადებითი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით და ნაჩქარევი ნაბიჯები უმართებულოა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადად ოპოზიციამ, პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არასწორად დაუკავშირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს. 

„არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ რა თქმა უნდა პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია და მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი ან - ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება, უამრავი დადებითი მხარით, თუმცა ის არანაირად არ არის დაკავშირებული მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან და ამ მიმართულებით დღეს გაკეთებული კომენტარები არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. 

რომან გოცირიძე: ბანკებს კრიტიკა არ ავნებს, პირიქით, ქინაქინა მწარეა, მაგრამ წამალია

რომან გოცირიძე: ბანკებს კრიტიკა არ ავნებს, პირიქით, ქინაქინა მწარეა, მაგრამ წამალია

2 წუთის წინ

"ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული ბანკის შვილობილი, პროკრედიტბანკი მთავრობის მიერ ბიზნესის "წახალისების" არაეფექტიანი...

USD 2.4488
EUR 2.9944
GBP 3.4175
TRY 0.5979