დიმიტრი ტატანაშვილი: განწირულები არ ვართ

მაგდა კლდიაშვილი

საჩხერის „ჩიხურას“ ბომბარდირი და თავდამსხმელი, დიმიტრი ტატანაშვილი, უეფას ევროპის ლიგის წილისყრის შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ავსტრიული „ალტახი“ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე იყო, არსებული 5 მეტოქიდან.

როგორც ფეხბურთელმა „აიპრესს“ განუცხადა, გუნდი განწირული არ არის და მიუხედავად მეტოქის სირთულისა, „ჩიხურას“ „ალტახის“ ბარიერის დაძლევის შანსები აქვს.

„იმასთან შედარებით, რა გუნდებიც იყო, „ალტახი“ ყველაზე სასურველი იყო. ვფიქრობდით, „ზირასა“ და „ალტახის“ ვარიანტები იყო ყველაზე საუკეთესო. „ჩიხურას“ გამოცდილება აქვს, რამდენიმე წელია, სისტემატურად გადის ევროტურნირებზე. პროგრამა მინიმუმი პირველი ეტაპის გადალახვა. რა თქმა უნდა, ძნელია. კარგი გუნდი იქნება, ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი, ცუდი - არა, მაგრამ განწირულები არ ვართ. შანსი არის. შანსი იმის, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ. განწყობა ასეთია“, - განაცხადა ტატანაშვილმა.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, წელს, პირველად, ქართული კლუბები ევროსარბიელისთვის უცხოეთში მზადებას ვერ ახერხებენ. ტატანაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ისინი ტონუსში არიან, რადგან ეროვნულ პირველობაში სულ თამაშებია.

„ეს, მე მგონი, კარგია მაინც. ტონუსში ვხვდებით, თამაშები გვაქვს სულ. 20 ივნისს ჩემპიონატის თამაში გვაქვს და 9 დღეა მოსამზადებლად. ამან საჩვენოდ უნდა იმოქმედოს. ყურებჩამოყრილები არ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ. გამართლებაც გვინდა ცოტა. ამ ხუთი ვარიანტიდან, რაც იყო, მე, პირადად, ეს ვარიანტი მერჩივნა. კარგი იქნებოდა, რომ განთესილებში ვყოფილიყავით, მაგრამ შარშან, „ზიმბრუსთან“ წაგებით გაფუჭდა საქმე. შეცდომები დავუშვით. წელს, იემდია გაგვიმართლებს“, - განაცხადა დიმიტრი ტატანაშვილმა.

საჩხერის ჩიხურა, უეფას ევროპის ლიგაზე ავსტრიულ „ალტახს“ დაუპირისპირდება. პირველი თამაში, „დინამო არენაზე“ 29 ივლისს გაიმართება, განმეორებითი, ავსტრიაში - 6 ივლისს.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

დიმიტრი ტატანაშვილი: განწირულები არ ვართ

დიმიტრი ტატანაშვილი: განწირულები არ ვართ
18:12 | 19 ივნისი, 2017

როგორც ფეხბურთელმა „აიპრესს“ განუცხადა, გუნდი განწირული არ არის და მიუხედავად მეტოქის სირთულისა, „ჩიხურას“ „ალტახის“ ბარიერის დაძლევის შანსები აქვს.

„იმასთან შედარებით, რა გუნდებიც იყო, „ალტახი“ ყველაზე სასურველი იყო. ვფიქრობდით, „ზირასა“ და „ალტახის“ ვარიანტები იყო ყველაზე საუკეთესო. „ჩიხურას“ გამოცდილება აქვს, რამდენიმე წელია, სისტემატურად გადის ევროტურნირებზე. პროგრამა მინიმუმი პირველი ეტაპის გადალახვა. რა თქმა უნდა, ძნელია. კარგი გუნდი იქნება, ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი, ცუდი - არა, მაგრამ განწირულები არ ვართ. შანსი არის. შანსი იმის, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ. განწყობა ასეთია“, - განაცხადა ტატანაშვილმა.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, წელს, პირველად, ქართული კლუბები ევროსარბიელისთვის უცხოეთში მზადებას ვერ ახერხებენ. ტატანაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ისინი ტონუსში არიან, რადგან ეროვნულ პირველობაში სულ თამაშებია.

„ეს, მე მგონი, კარგია მაინც. ტონუსში ვხვდებით, თამაშები გვაქვს სულ. 20 ივნისს ჩემპიონატის თამაში გვაქვს და 9 დღეა მოსამზადებლად. ამან საჩვენოდ უნდა იმოქმედოს. ყურებჩამოყრილები არ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ. გამართლებაც გვინდა ცოტა. ამ ხუთი ვარიანტიდან, რაც იყო, მე, პირადად, ეს ვარიანტი მერჩივნა. კარგი იქნებოდა, რომ განთესილებში ვყოფილიყავით, მაგრამ შარშან, „ზიმბრუსთან“ წაგებით გაფუჭდა საქმე. შეცდომები დავუშვით. წელს, იემდია გაგვიმართლებს“, - განაცხადა დიმიტრი ტატანაშვილმა.

საჩხერის ჩიხურა, უეფას ევროპის ლიგაზე ავსტრიულ „ალტახს“ დაუპირისპირდება. პირველი თამაში, „დინამო არენაზე“ 29 ივლისს გაიმართება, განმეორებითი, ავსტრიაში - 6 ივლისს.

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი