ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ადმინისტრატორი

ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო, რისთვისაც 760 ათასი ლარი იხარჯება,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. 

აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შიდა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბერდიანსკის ქ .N 30 საცხოვრებელ კორპუსში გაეცნენ.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26

მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
რა სეზონური ინფექციები და დაავადებებია მოსალოდნელი ზაფხულში და როგორ უნდა დავიცვათ თავი

23 ივნისი, 2017

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა მოსახლეობას, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა...

მეტი

ქუთაისის ოპერის თეატრში დამსახურებული ქუთაისელის საიუბილეო საღამო გაიმართა

24 ივნისი, 2017

დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრში, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის, ცნობილი მწერლის, ქველმოქმედის, ღირსების ორდენის კავალერის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის არჩილ მურღულიას 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ოპერის თეატრში...

მეტი

ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
18:00 | 19 ივნისი, 2017

აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შიდა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბერდიანსკის ქ .N 30 საცხოვრებელ კორპუსში გაეცნენ.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26

მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ადმინისტრატორი