შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია

ადმინისტრატორი

"აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე,  არამედ  აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს   და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

წულაია: სტრესიდან გამოვედი და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება პოლიტიკურ ტაიმ-აუტზე

23 ოქტომბერი, 2017

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ...

მეტი

შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია

შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია
17:40 | 19 ივნისი, 2017

აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს   და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა.

ავტორი: ადმინისტრატორი