საგარეო უწყება: ჟენევაში, საქართველოს დელეგაცია ოთხოზორიას მკვლელის საკითხს მწვავედ დასვამს

ადმინისტრატორი

20-21 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. მოლაპარაკებებზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობის საკითხსაც დააყენებენ. 

"მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს. ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.
საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის",-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

წულაია: სტრესიდან გამოვედი და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება პოლიტიკურ ტაიმ-აუტზე

23 ოქტომბერი, 2017

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ...

მეტი

საგარეო უწყება: ჟენევაში, საქართველოს დელეგაცია ოთხოზორიას მკვლელის საკითხს მწვავედ დასვამს

საგარეო უწყება: ჟენევაში, საქართველოს დელეგაცია ოთხოზორიას მკვლელის საკითხს მწვავედ დასვამს
17:44 | 19 ივნისი, 2017

"მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს. ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.
საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის",-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი