გორში ქართლის ღვინის ფესტივალი "ატენი 2017" გაიმართა

ადმინისტრატორი

ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლა "მაჩაბელამ" გახსნა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართლში არსებულმა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა. ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები. სპეციალურად ამ დღისთვის გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა 13 კაციანი დელეგაცია პოლონეთიდან იმ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაც ადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს.

ქართლის ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს „ატენი 2017“-ს ატენის უძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია ქართლის ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

გორში ქართლის ღვინის ფესტივალი "ატენი 2017" გაიმართა

გორში ქართლის ღვინის ფესტივალი "ატენი 2017" გაიმართა
16:31 | 19 ივნისი, 2017

გამგეობის ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართლში არსებულმა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა. ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები. სპეციალურად ამ დღისთვის გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა 13 კაციანი დელეგაცია პოლონეთიდან იმ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაც ადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს.

ქართლის ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს „ატენი 2017“-ს ატენის უძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია ქართლის ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 

ავტორი: ადმინისტრატორი