პრემიერი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და სარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები
რა სეზონური ინფექციები და დაავადებებია მოსალოდნელი ზაფხულში და როგორ უნდა დავიცვათ თავი

23 ივნისი, 2017

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა მოსახლეობას, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა...

მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "საბაობა" აღინიშნა

26 ივნისი, 2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "საბაობა" აღინიშნა. სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში მასშტაბური კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო...

მეტი

პრემიერი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

პრემიერი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
15:05 | 19 ივნისი, 2017

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და სარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

ავტორი: ადმინისტრატორი