დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

ადმინისტრატორი

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში გაემგზავრა, სადაც მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 

ფრანკოფონური ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის წევრიც თბილისი 2001 წლიდან არის, წელიწადში ერთხელ ასოციაციის წევრ ქალაქში იკრიბება და ამჟამად ასამბლეა კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს.

ასამბლეის პარალელურად იმართება კანადის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესი, რომლის გახსნას, მონრეალის მერის, დენი კოდერის მოწვევის საფუძველზე ასამბლეის დელეგატებიც ესწრებიან. მსოფლიო კონგრესისა და ასამბლეის მუშაობის პერიოდში თბილისის მერი საქმიან შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი კანადაში დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა
14:29 | 19 ივნისი, 2017

ფრანკოფონური ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის წევრიც თბილისი 2001 წლიდან არის, წელიწადში ერთხელ ასოციაციის წევრ ქალაქში იკრიბება და ამჟამად ასამბლეა კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს.

ასამბლეის პარალელურად იმართება კანადის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესი, რომლის გახსნას, მონრეალის მერის, დენი კოდერის მოწვევის საფუძველზე ასამბლეის დელეგატებიც ესწრებიან. მსოფლიო კონგრესისა და ასამბლეის მუშაობის პერიოდში თბილისის მერი საქმიან შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი კანადაში დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

ავტორი: ადმინისტრატორი