"მოგეხსენებათ, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. შესაბამისად პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქის ინციატივა რა თქმა უნდა საყურადღებოა და მეორე რიგში უნდა ვთქვათ, რომ მთელმა ქართველმა ხალხმა და ერთმა უნდა მიიღოს ასეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. და ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, იქნბა გამომდინარე სწორედ ქართველი ხალხის ნებიდან", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.
"ჩვენ არაერთი შეტევა ვნახეთ სხვადასხვა საბაბით პრეზიდენტზე, მაგრამ ერთ-ერთი საერთო სლოგანით, რომელიც ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა "შპარგალკაში", რომელიც მათ ერთ-ერთ ტელევიზიაში დარჩათ, დაგვირგვინდა ტერმინით რომ პრეზიდენტი არის...