აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს

ადმინისტრატორი

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა (Sean O'Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად.

„ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროექტით დაფინანსდება ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

წულაია: სტრესიდან გამოვედი და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება პოლიტიკურ ტაიმ-აუტზე

23 ოქტომბერი, 2017

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ...

მეტი

აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს
14:22 | 19 ივნისი, 2017

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად.

„ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროექტით დაფინანსდება ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.

ავტორი: ადმინისტრატორი