ირაკლი კობახიძე: საკონტიტუციო მონარქიაზე, რაც პატრიარქმა ბრძანა სრული ჭეშმარიტებაა

ადმინისტრატორი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე უახლოეს მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გაიმართება შეხვედრა. შეხვედრის გამართვის შემდეგ კი, განცხადება გაკეთდება.

„რაც ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა, ეს არის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, და ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.
 
მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ირაკლი კობახიძე: საკონტიტუციო მონარქიაზე, რაც პატრიარქმა ბრძანა სრული ჭეშმარიტებაა

ირაკლი კობახიძე: საკონტიტუციო მონარქიაზე, რაც პატრიარქმა ბრძანა სრული ჭეშმარიტებაა
11:27 | 19 ივნისი, 2017

„რაც ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა, ეს არის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, და ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.
 
ავტორი: ადმინისტრატორი