ბორჯომში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

ადმინისტრატორი

ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტი, რომლისთვისაც 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯება ბორჯომში მესხეთის, ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ჯამში გზის საფარი 2 კილომეტზე მეტ მონაკვეთზე მოეწყობა.

მესხეთისა და ნიკოლაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის გზის დაგება, ხოლო ვაშლოვანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდა რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში მოეწყობა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პარალელურად 12 ქუჩისა და საფეხმავლო ბილიკების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება დაბა ბაკურიანში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხდება ასევე ორმოულების შეკეთება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

რა სეზონური ინფექციები და დაავადებებია მოსალოდნელი ზაფხულში და როგორ უნდა დავიცვათ თავი

23 ივნისი, 2017

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა მოსახლეობას, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა...

მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "საბაობა" აღინიშნა

26 ივნისი, 2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "საბაობა" აღინიშნა. სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში მასშტაბური კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო...

მეტი

ბორჯომში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
09:00 | 19 ივნისი, 2017

ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტი, რომლისთვისაც 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯება ბორჯომში მესხეთის, ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ჯამში გზის საფარი 2 კილომეტზე მეტ მონაკვეთზე მოეწყობა.

მესხეთისა და ნიკოლაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის გზის დაგება, ხოლო ვაშლოვანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდა რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში მოეწყობა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პარალელურად 12 ქუჩისა და საფეხმავლო ბილიკების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება დაბა ბაკურიანში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხდება ასევე ორმოულების შეკეთება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

ავტორი: ადმინისტრატორი