ბარნოვი:თუ ინტელექტუალები აღარ არიან, მაშინ მართალია პატრიარქი, მეფე გვინდა ან სულაც ფარაონი!

ადმინისტრატორი

"რატომ უნდა მოგივიდეს თავში ადამიანს, რომ ამ ქვეყნის დისკურსში შემოიტანო მონარქიის აღდგენის თემა? ჩვენ ხომ უბრალოდ გვეცინება ამ „იდეაზე“. მაგრამ ამ შემთხვევაში პატრიარქი მიმართავს საზოგადოების დაბალგანვითარებულ ნაწილს, ვისთვისაც უცხოა თავისუფლება და რაციონალიზმი, და ასევე მიმართავს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არათავისუფალი და არარაციონალური მასების მეშვეობით არიან პოლიტიკაში. სწორედ ისინი ეგულება მას თავის მრევლად და მსმენელად" - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრვი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი პატრიარქის მიერ გაჟღერებული ინიციატივას საკონსტიტუციო მონარქიაზე.

"არ არის გამორიცხული, პარტიარქი საერთოდ არ ფიქრობდეს სტრატეგიულ საკითხებზე და ამ „იდეას“ აჟღერებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე უნდა, ან სხვა არაფერი აქვს სათქმელი. ცუდია, თუ ასეა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა შეგვიძლია არც მივანიჭოთ ამ ამბავს, უბრალოდ ინსტიტუტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც ისედაც ვიცით.

თუმცა, ასეთი მსჯელობისას ჩვენც მხოლოდ იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც პატრიარქის სიტყვებზე მშვიდად იღიმის, ჩვენს გვერდით კი ცხოვრობს მასა, რომელიც ყოველ მის სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენს.

ამიტომ, ფაქტია, რომ მშვიდი ღიმილი ადეკვატური პოზიცია არ არის. ფაქტია, ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს და ამისათვის ღიად და მშვიდად, თუმცა ინტენსიურად უნდა საუბრობდნენ მოქმედებდნენ თავად ეკლესიის მსახურები და საზოგადოების სხვა გონიერი წარმომადგენლები. როგორმე უნდა დაიძლიოს ამ ქვეყანაში არარაციონალური და სულმოკლე შიშები და ადამიანებმა უნდა შევიგნოთ, რომ ერთადერთი ნამდვილი ღირებულება არის თავისუფლება, სიყვარული და გონიერება, რადგან მხოლოდ ეს კატეგორიებია, რაც ღმერთის და მარადიულობის იდეასთან გვაახლოვებს. ამიტომ, ეკლესიაში არსებული მდგომარეობის მიყურისძირება ან აქტიურობის შიში არ არის გონივრული პოზიცია. შიში საერთოდ არ არის გონივრული და ეთიკური პოზიცია, რაც თავისუფალ, მოყვარულ და გონიერ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით.

ძალიან მიკვირს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის, ჟურნალისტების, მეცნიერების, ხელოვანების არსებობის პირობებში, არ იკვეთება ძალა, რომელიც ცივილიზებულ, გონიერ, მშვიდ და ეფექტურ პროცესს გაუწევდა ორგანიზებას, და რომელიც დაისახავს კონკრეტულ მიზანს, რომ ეკლესია გახდეს არა მხოლოდ სახელმიწოფსგან რეალურად გამიჯნული, არამედ - გახდეს უბრალოდ უკეთესი, უფრო საინტერესო და უფრო სასარგებლო საზოგადოებისათვის.

მიკვირს, რომ რეალური ცვლილებების არანაირი პათოსი არ შეინიშნება თავად ეკლესიაში. საზოგადოებრივი დისკურსი დახუნძლულია მხოლოდ ინტრიგებით, დაპირისპირებით, ტყუილით და დაუნდობლობით. არ არსებობს არანაირი ისეთი თემა, რომელიც მიმართული იქნებოდა განვითარებისაკენ და რომელიც მართლა მიიპყრობდა საზოგადოების წრფელ ყურადღებას. მიკვირს, რომ საზოგადოებრივ განხილვებში საერთოდ არ იღებენ მონაწილეობას საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მქონე მოაზროვნე ინტელექტუალები. ნუთუ ისინი მართლაც არ არსებობენ? ნუთუ, არავის შეუძლია, მოიპოვოს საზოგადოების გულწრფელი პატივისცემა? თუ უბრალოდ ენერგია არ შერჩა არავის? სრულად არავის?

მაშინ მართალი ყოფილა პატრიარქი და ჩვენ გვინდა მეფე და უფლის მიერ ცხებული მონარქი. ან სულაც ღმერთის შვილი ფარაონი რომ იყოს? ხომ მაინც ეგვიპტელების ნათესავები ვართ თურმე და, იყოს ფარაონი, რა უჭირს. თან, სავარაუდოდ თავად პატრიარქი გახდება ფარაონიც და არამგონია, ვინმე წინააღმდეგი წავიდეს. მოკლედ, მე ფარაონს ვემხრობი." - წერს ანდრო ბარნოვი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

ბარნოვი:თუ ინტელექტუალები აღარ არიან, მაშინ მართალია პატრიარქი, მეფე გვინდა ან სულაც ფარაონი!

ბარნოვი:თუ ინტელექტუალები აღარ არიან, მაშინ მართალია პატრიარქი, მეფე გვინდა ან სულაც ფარაონი!
00:45 | 19 ივნისი, 2017

"არ არის გამორიცხული, პარტიარქი საერთოდ არ ფიქრობდეს სტრატეგიულ საკითხებზე და ამ „იდეას“ აჟღერებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე უნდა, ან სხვა არაფერი აქვს სათქმელი. ცუდია, თუ ასეა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა შეგვიძლია არც მივანიჭოთ ამ ამბავს, უბრალოდ ინსტიტუტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც ისედაც ვიცით.

თუმცა, ასეთი მსჯელობისას ჩვენც მხოლოდ იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც პატრიარქის სიტყვებზე მშვიდად იღიმის, ჩვენს გვერდით კი ცხოვრობს მასა, რომელიც ყოველ მის სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენს.

ამიტომ, ფაქტია, რომ მშვიდი ღიმილი ადეკვატური პოზიცია არ არის. ფაქტია, ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს და ამისათვის ღიად და მშვიდად, თუმცა ინტენსიურად უნდა საუბრობდნენ მოქმედებდნენ თავად ეკლესიის მსახურები და საზოგადოების სხვა გონიერი წარმომადგენლები. როგორმე უნდა დაიძლიოს ამ ქვეყანაში არარაციონალური და სულმოკლე შიშები და ადამიანებმა უნდა შევიგნოთ, რომ ერთადერთი ნამდვილი ღირებულება არის თავისუფლება, სიყვარული და გონიერება, რადგან მხოლოდ ეს კატეგორიებია, რაც ღმერთის და მარადიულობის იდეასთან გვაახლოვებს. ამიტომ, ეკლესიაში არსებული მდგომარეობის მიყურისძირება ან აქტიურობის შიში არ არის გონივრული პოზიცია. შიში საერთოდ არ არის გონივრული და ეთიკური პოზიცია, რაც თავისუფალ, მოყვარულ და გონიერ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით.

ძალიან მიკვირს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის, ჟურნალისტების, მეცნიერების, ხელოვანების არსებობის პირობებში, არ იკვეთება ძალა, რომელიც ცივილიზებულ, გონიერ, მშვიდ და ეფექტურ პროცესს გაუწევდა ორგანიზებას, და რომელიც დაისახავს კონკრეტულ მიზანს, რომ ეკლესია გახდეს არა მხოლოდ სახელმიწოფსგან რეალურად გამიჯნული, არამედ - გახდეს უბრალოდ უკეთესი, უფრო საინტერესო და უფრო სასარგებლო საზოგადოებისათვის.

მიკვირს, რომ რეალური ცვლილებების არანაირი პათოსი არ შეინიშნება თავად ეკლესიაში. საზოგადოებრივი დისკურსი დახუნძლულია მხოლოდ ინტრიგებით, დაპირისპირებით, ტყუილით და დაუნდობლობით. არ არსებობს არანაირი ისეთი თემა, რომელიც მიმართული იქნებოდა განვითარებისაკენ და რომელიც მართლა მიიპყრობდა საზოგადოების წრფელ ყურადღებას. მიკვირს, რომ საზოგადოებრივ განხილვებში საერთოდ არ იღებენ მონაწილეობას საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მქონე მოაზროვნე ინტელექტუალები. ნუთუ ისინი მართლაც არ არსებობენ? ნუთუ, არავის შეუძლია, მოიპოვოს საზოგადოების გულწრფელი პატივისცემა? თუ უბრალოდ ენერგია არ შერჩა არავის? სრულად არავის?

მაშინ მართალი ყოფილა პატრიარქი და ჩვენ გვინდა მეფე და უფლის მიერ ცხებული მონარქი. ან სულაც ღმერთის შვილი ფარაონი რომ იყოს? ხომ მაინც ეგვიპტელების ნათესავები ვართ თურმე და, იყოს ფარაონი, რა უჭირს. თან, სავარაუდოდ თავად პატრიარქი გახდება ფარაონიც და არამგონია, ვინმე წინააღმდეგი წავიდეს. მოკლედ, მე ფარაონს ვემხრობი." - წერს ანდრო ბარნოვი თავის სოციალურ ქსელში.

ავტორი: ადმინისტრატორი