რატომ ითხოვენ ნარკოგამსაღებლებისთვის ამნისტიას რესპუბლიკელები?-ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

იაგო ნაცვლიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ კანონპროექტის თანახმად, ნარკოდანაშაულის მსაჯვრდებულთა ამნისტია უნდა მოხდეს. კერძოდ, ამ კანონპროექტის მიხედვით, „რესპუბლიკელები“ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ყველა პატიმრისა და პირობით მსჯავრდებულთა ამნისტიას - სრულ გათავისუფლებას მოითხოვენ, ხოლო გასაღებისთვის მსჯავრდებულთათვის სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას. პარტიამ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

რამდენად გამართლებულია, რომ ამნისტია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებსაც შეეხოთ და ხომ არ ჩნდება გარკვეული რისკები? - ამ საკითხზე „აიპრესი“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თამარ კორძაიას ესაუბრა.

კორძაია კანონპროექტის იდეას, არსებული ნარკოპოლიტიკის მძიმე პრაქტიკით ხსნის, რა დროსაც ადამიანებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაც ხდებოდა.

თამარ კორძაია: ჩვენ ეს იდეა გავაჟღერეთ 3 ივნისს. მიგვაჩნია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენი პოზიცია განცხადების სახით მივაწოდეთ პარლამენტს, თუმცა მან არ დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. თუ ვამბობთ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ ვარგა და ეს არ არის ორიენტირებული ადამიანზე, მაშინ უნდა დავიწყოთ მუშაობა. ადამიანები არსებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელთა მიმართაც კანონი იყო მკაცრი. ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე კანონმდებლობის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამნისტია იქნება კარგი. ვინაიდან ჩვენს იდეაზე რეაგირება არავინ მოახდინა ჩავთვალეთ, რომ დრო იყო საკანონმდებლო წინადადება მოემზადებინა „რესპუბლიკურ პარტიას“ თავად.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხმრავალი აქცია დაინახა. მაგრამ ისინი მხოლოდ მარიხუანას მოხმარების გამო ამბობენ ციხეში ჩასმაზე უარს. პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების გამოყენებაზე, საპატიმრო სასჯელის გაუქმების ნიშანწყალი კი არ ჩანს. მუდმივად ამბობენ, რომ ხვალ-ზეგ წარმოადგენენ ხედვას, მაგრამ დღესაც არ არის დარეგისტრირებული მათი საკანონმდებლო ინიციატივა. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ამას გააკეთებს, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ისინი სრულად გაიზიარებენ სამოქალაქო მოძრაობის წარდგენილ წინადადებებს. ჩვენ - „რესპუბლიკელები“ ამ წინადადებებს სრულად ვეთანხმებით. ამ საკითხს ვუყურებთ კომპლექსურად, ამიტომ თავიდანვე უნდა დავიწყოთ პრობლემების გამოსწორება.

მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის შეცვლა კარგია, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს ხელისუფლების ჰუმანური მიდგომა. მათ შორის ვინც წარსულში ჩაიდინა მსგავსი ქმედება. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური ღირებულება, ამიტომ ყველას მიმართ უნდა იყოს ჰუმანური მიდგომა გამოყენებული. მით უმეტეს, როდესაც ვაღიარებთ, წლების განმავლობაში ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკებს და ეს ადამიანების ციხეში ჩასასმელად გამოიყენებოდა. ეს მახინჯი პრაქტიკა ადამიანებს ცხოვრებას ართმევდა. ამას სწორედ ასე უნდა შევხვედოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ეს გამოძიება არსებობს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი ამნისტიის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მან აღიარა წინა ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ამ მოტივაციით გაათავისუფლა ადამიანები. ახლაც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ხელსიუფლების სასტიკი პოლიტიკაა ნარკოპოლიტიკა, რომლის შესაცვლელადაც ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია. თუ ნარკოპოლიტიკას ვუწოდებთ სასტიკს, მაშინ უნდა გამოვასწოროთ წარსულის შეცდომები.

თქვენი კანონპროექტის თანახმად ნარკოტიკების გამსაღებლებსაც უნდა შეუმცირდეთ სასჯელი 1/3-ით. ამ შემთხვევაში რა არის თქვენი არგუმენტაცია?

ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკების ჩადება როცა ხდებოდა, ის პირები ვინც ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან ამბობენ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. ჩადება ხდებოდა იმ რაოდენობების მიხედვით, რაც უკვე გასაღებად ითვლებოდა. ამის მტკიცება უკვე შეუძლებელია, ნამდვილად ჩაუდეს თუ მართლა გამსაღებლები არიან. ვფიქრობთ, რომ სასჯელის 1/3-ით შემცირება სამართლიანი იქნება. შესაძლოა ვიღაცა მართლაც იყო გამსაღებელი.

ჩვენ გვჯერა, რომ თუ პოლიტიკა მთლიანად უსამართლოა, ის ყველა ტიპის ადამიანს შეეხება, ამიტომ ყველა ტიპის ადამიანის მიმართ უნდა იყოს ჰუმანური მიდგომა.

როგორ ფიქრობთ, ამას გარკვეული რისკებიც ხომ არ ახლავს თან? ახსენეთ, 2012 წლის ამნისტია, რა დროსაც ქვეყანაში კრიმინოგენურმა ვითარებამ იმატა. ახლაც ხომ არ არის მოსალოდნელი იგივე რისკები?

მაშინ ეს იყო, მაგრამ ჩვენი კანონპროექტი ცალსახად ნარკოპოლიტიკას ეხება. ნარკოდანაშაულის თავს და ვფიქრობ, რომ ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით მთელი საქართველო შეთანხმებულია ამაზე. როგორი დაუნდობელი იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ნარკოდანაშაულის მიმართ და ამ ხელისუფლებასაც არაფერი გამოუსწორებია ამ თვალსაზრისით. არა მგონია ამან ისეთი ტიპის შეფასებები გამოიწვიოს როგორც 2012 წლის ვითარებამ.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტები რომ მომრავლდეს, ამის რისკებს ვერ ხედავთ?

გასაღების ფაქტებს რა მოამრავლებს? ეს ასე არაა. გასაღების ფაქტებს არაფერი არ მოამრავლებს. აი მაგალითად, რომ ავიღოთ კონკრეტულად რეპერების საქმე. რეპერებს „აღმოუჩინეს“ (ისინი ამბობენ რომ ჩაუდეს) ისეთი რაოდენობის ნარკოტიკი, რომლისთვისაც თავისუფლად შეიძლება ადამიანი გასაღების მუხლით დააკავო. ამ ვითარებაში ნუთუ სასჯელის 1/3-ის შემცირება ასეთი ტრაგედიაა?! უკეთესი არ იქნება რესუსრსი მის რესოციალიზაციაზე, გამოსწორებაზე დაიხარჯოს, ვიდრე ის, რომ ციხეში გვყავდეს ადამიანები, კიდევ უფრო დავაშოროთ საზოგადოებას და კიდევ უფრო გავაბოროტოთ.

როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს თქვენს კანონპროექტს? დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა? როგორია თქვენი მოლოდინები?

იმედი მაქვს, რომ ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, მომწიფებული საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით აიძულებს პარლამენტს სერიოზულად იმსჯელოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუ თვლიან, რომ რაღაცა არ ვარგა, მაშინ ის დაგვისაბუთონ. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო, მარტივი და სამართლიანია. უსამართლო ნარკოპოლიტიკის შედეგად დაჩაგრულ ადამიანებს ახლა მაინც უნდა მოვექცეთ სამართლიანად.

რეპერების საქმეზე ვნახეთ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია და საზოგადოებრივი ერთსულოვნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ტიპის აქციებით ან სხვა სახის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად მმართველ გუნდზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოთ?

ჩვენ ვმოქმედებთ იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა გვაძლევს. ვისაუბრებთ პარლამენტში, მედიაში, ვეცდებით საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, დანარჩენი ადამიანების გადასაწყვეტია. რეპერების საქმეზე ადამიანები თვითონ გამოვიდნენ. თუ ჩათვლიან, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს, ისევ გამოვლენ. მე არ ვფიქრობ იმას, რომ ჩვენ დავიწყებთ ადამიანების ორგანიზებას. „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს და პრბლემები გვაქვს. დღეს უკვე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ ჩიხშია შესული. ყოველდღე ახალი ამბავი გამოდის პოლიციიდან, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების ცემის და ამას საზოგადოება თვითონ შეაფასებს.

ჩვენ ახლა მხოლოდ ერთ სეგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ამან მარტო ნარკოპოლიტიკის პრობლემა კი არ გამოაშკარავა, არამედ ხელისუფლება რომ ძალადობრივ სისტემაზე დგას, ეს გამოაშკარავა თავიდან ბოლომდე. ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რომ ცდილობს ეს გამოაშკარავა და კიდევ ბევრი რამე. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჯერ იდეა შევთავაზეთ, მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო, ამიტომ ახლა კანონპროექტი იმიტომ შევიტანეთ, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება აქტიურობას, მას ყოველთვის აქვს თავისი შედეგი.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

რატომ ითხოვენ ნარკოგამსაღებლებისთვის ამნისტიას რესპუბლიკელები?-ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

რატომ ითხოვენ ნარკოგამსაღებლებისთვის ამნისტიას რესპუბლიკელები?-ინტერვიუ თამარ კორძაიასთან
18:20 | 15 ივნისი, 2017

რამდენად გამართლებულია, რომ ამნისტია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებსაც შეეხოთ და ხომ არ ჩნდება გარკვეული რისკები? - ამ საკითხზე „აიპრესი“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თამარ კორძაიას ესაუბრა.

კორძაია კანონპროექტის იდეას, არსებული ნარკოპოლიტიკის მძიმე პრაქტიკით ხსნის, რა დროსაც ადამიანებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაც ხდებოდა.

თამარ კორძაია: ჩვენ ეს იდეა გავაჟღერეთ 3 ივნისს. მიგვაჩნია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენი პოზიცია განცხადების სახით მივაწოდეთ პარლამენტს, თუმცა მან არ დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. თუ ვამბობთ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ ვარგა და ეს არ არის ორიენტირებული ადამიანზე, მაშინ უნდა დავიწყოთ მუშაობა. ადამიანები არსებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელთა მიმართაც კანონი იყო მკაცრი. ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე კანონმდებლობის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამნისტია იქნება კარგი. ვინაიდან ჩვენს იდეაზე რეაგირება არავინ მოახდინა ჩავთვალეთ, რომ დრო იყო საკანონმდებლო წინადადება მოემზადებინა „რესპუბლიკურ პარტიას“ თავად.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხმრავალი აქცია დაინახა. მაგრამ ისინი მხოლოდ მარიხუანას მოხმარების გამო ამბობენ ციხეში ჩასმაზე უარს. პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების გამოყენებაზე, საპატიმრო სასჯელის გაუქმების ნიშანწყალი კი არ ჩანს. მუდმივად ამბობენ, რომ ხვალ-ზეგ წარმოადგენენ ხედვას, მაგრამ დღესაც არ არის დარეგისტრირებული მათი საკანონმდებლო ინიციატივა. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ამას გააკეთებს, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ისინი სრულად გაიზიარებენ სამოქალაქო მოძრაობის წარდგენილ წინადადებებს. ჩვენ - „რესპუბლიკელები“ ამ წინადადებებს სრულად ვეთანხმებით. ამ საკითხს ვუყურებთ კომპლექსურად, ამიტომ თავიდანვე უნდა დავიწყოთ პრობლემების გამოსწორება.

მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის შეცვლა კარგია, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს ხელისუფლების ჰუმანური მიდგომა. მათ შორის ვინც წარსულში ჩაიდინა მსგავსი ქმედება. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური ღირებულება, ამიტომ ყველას მიმართ უნდა იყოს ჰუმანური მიდგომა გამოყენებული. მით უმეტეს, როდესაც ვაღიარებთ, წლების განმავლობაში ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკებს და ეს ადამიანების ციხეში ჩასასმელად გამოიყენებოდა. ეს მახინჯი პრაქტიკა ადამიანებს ცხოვრებას ართმევდა. ამას სწორედ ასე უნდა შევხვედოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ეს გამოძიება არსებობს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი ამნისტიის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მან აღიარა წინა ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ამ მოტივაციით გაათავისუფლა ადამიანები. ახლაც უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ხელსიუფლების სასტიკი პოლიტიკაა ნარკოპოლიტიკა, რომლის შესაცვლელადაც ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია. თუ ნარკოპოლიტიკას ვუწოდებთ სასტიკს, მაშინ უნდა გამოვასწოროთ წარსულის შეცდომები.

თქვენი კანონპროექტის თანახმად ნარკოტიკების გამსაღებლებსაც უნდა შეუმცირდეთ სასჯელი 1/3-ით. ამ შემთხვევაში რა არის თქვენი არგუმენტაცია?

ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკების ჩადება როცა ხდებოდა, ის პირები ვინც ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან ამბობენ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. ჩადება ხდებოდა იმ რაოდენობების მიხედვით, რაც უკვე გასაღებად ითვლებოდა. ამის მტკიცება უკვე შეუძლებელია, ნამდვილად ჩაუდეს თუ მართლა გამსაღებლები არიან. ვფიქრობთ, რომ სასჯელის 1/3-ით შემცირება სამართლიანი იქნება. შესაძლოა ვიღაცა მართლაც იყო გამსაღებელი.

ჩვენ გვჯერა, რომ თუ პოლიტიკა მთლიანად უსამართლოა, ის ყველა ტიპის ადამიანს შეეხება, ამიტომ ყველა ტიპის ადამიანის მიმართ უნდა იყოს ჰუმანური მიდგომა.

როგორ ფიქრობთ, ამას გარკვეული რისკებიც ხომ არ ახლავს თან? ახსენეთ, 2012 წლის ამნისტია, რა დროსაც ქვეყანაში კრიმინოგენურმა ვითარებამ იმატა. ახლაც ხომ არ არის მოსალოდნელი იგივე რისკები?

მაშინ ეს იყო, მაგრამ ჩვენი კანონპროექტი ცალსახად ნარკოპოლიტიკას ეხება. ნარკოდანაშაულის თავს და ვფიქრობ, რომ ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით მთელი საქართველო შეთანხმებულია ამაზე. როგორი დაუნდობელი იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ნარკოდანაშაულის მიმართ და ამ ხელისუფლებასაც არაფერი გამოუსწორებია ამ თვალსაზრისით. არა მგონია ამან ისეთი ტიპის შეფასებები გამოიწვიოს როგორც 2012 წლის ვითარებამ.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტები რომ მომრავლდეს, ამის რისკებს ვერ ხედავთ?

გასაღების ფაქტებს რა მოამრავლებს? ეს ასე არაა. გასაღების ფაქტებს არაფერი არ მოამრავლებს. აი მაგალითად, რომ ავიღოთ კონკრეტულად რეპერების საქმე. რეპერებს „აღმოუჩინეს“ (ისინი ამბობენ რომ ჩაუდეს) ისეთი რაოდენობის ნარკოტიკი, რომლისთვისაც თავისუფლად შეიძლება ადამიანი გასაღების მუხლით დააკავო. ამ ვითარებაში ნუთუ სასჯელის 1/3-ის შემცირება ასეთი ტრაგედიაა?! უკეთესი არ იქნება რესუსრსი მის რესოციალიზაციაზე, გამოსწორებაზე დაიხარჯოს, ვიდრე ის, რომ ციხეში გვყავდეს ადამიანები, კიდევ უფრო დავაშოროთ საზოგადოებას და კიდევ უფრო გავაბოროტოთ.

როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს თქვენს კანონპროექტს? დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა? როგორია თქვენი მოლოდინები?

იმედი მაქვს, რომ ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, მომწიფებული საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით აიძულებს პარლამენტს სერიოზულად იმსჯელოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუ თვლიან, რომ რაღაცა არ ვარგა, მაშინ ის დაგვისაბუთონ. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო, მარტივი და სამართლიანია. უსამართლო ნარკოპოლიტიკის შედეგად დაჩაგრულ ადამიანებს ახლა მაინც უნდა მოვექცეთ სამართლიანად.

რეპერების საქმეზე ვნახეთ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია და საზოგადოებრივი ერთსულოვნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ტიპის აქციებით ან სხვა სახის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად მმართველ გუნდზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოთ?

ჩვენ ვმოქმედებთ იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა გვაძლევს. ვისაუბრებთ პარლამენტში, მედიაში, ვეცდებით საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, დანარჩენი ადამიანების გადასაწყვეტია. რეპერების საქმეზე ადამიანები თვითონ გამოვიდნენ. თუ ჩათვლიან, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს, ისევ გამოვლენ. მე არ ვფიქრობ იმას, რომ ჩვენ დავიწყებთ ადამიანების ორგანიზებას. „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს და პრბლემები გვაქვს. დღეს უკვე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ ჩიხშია შესული. ყოველდღე ახალი ამბავი გამოდის პოლიციიდან, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების ცემის და ამას საზოგადოება თვითონ შეაფასებს.

ჩვენ ახლა მხოლოდ ერთ სეგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ამან მარტო ნარკოპოლიტიკის პრობლემა კი არ გამოაშკარავა, არამედ ხელისუფლება რომ ძალადობრივ სისტემაზე დგას, ეს გამოაშკარავა თავიდან ბოლომდე. ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რომ ცდილობს ეს გამოაშკარავა და კიდევ ბევრი რამე. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჯერ იდეა შევთავაზეთ, მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო, ამიტომ ახლა კანონპროექტი იმიტომ შევიტანეთ, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება აქტიურობას, მას ყოველთვის აქვს თავისი შედეგი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი