კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

ადმინისტრატორი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ ტომას კეინს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად, სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.

„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
12:18 | 15 ივნისი, 2017

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად, სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.

„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.

ავტორი: ადმინისტრატორი