"გუბერნატორი ზემოდან არ უნდა დაინიშნოს“ - ინტერვიუ იმერეთის გუბერნატორთან

თეონა გიორგაძე

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, გივი ჭიჭინაძე, "აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არსებული ფორმით გუბერნიების ფუნქციონირებას, მომავალში აზრი არ აქვს, რადგან გუბერნიების მოვალეობა ამ ეტაპზე პროექტების ზედამხედველობაა. იმერეთის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რწმუნებული ხალხმა უნდა აირჩიოს რაც გაცილებით დემოკრატიულია.

რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ მიუხედავად რთული და დაძაბული წინასაარჩევნო კაპმანიისა, ,,ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს.მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკურ ძალა, რომელიც ,,ქართულ ოცნების" ალტერნატივა გახდება

- ბატონო გივი, რა პროექტები ხორციელდება ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში?

-პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, რაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გზები არის, როგორ რეგიონალური დატვირთვის, ასევე მუნიციპალური და ასევე შიდა გზები.იმდენი გზა იგება არასდროს, არცერთ ეპოქაში რომ არ დაგებულა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზების დაგება.ასევე პრიორიტეტულია ჩვენთვის საბავშვო ბაღების აშენება და აღდგენა-რეკონსტრუქცია. თითქმის თვე არ გავა, რომ სადმე ახალი საბავშვო ბაღი არ გავხსნათ. ძალიან ბევრი წინადადებაა ასევე ბიზნესის და ხალხის დასაქმების მხრივ, ვცდილობთ, შეიქმნას ახალი საწარმო, სადაც ხალხი დასაქმდება. კარგად მუშაობს ახალი პროექტები რაც გვაქვს, როგორც ეკონომიკის სამინიტროდან, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.ასევე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჭიათურაში. უკვე დაიწყო საბაგირო გზების რეაბილიტაცია და შემოდგომისთვის თანამედროვე ტექნოლოოგიით გაკეთებული საბაგირო გზები გვექნება.

- რა იგეგმება ტურიზმის გაუმჯობესების კუთხით და რა ახალი პროექტები წამოიწყო გუბერნიამ, რომელიც ტურისტებს რეგიონით დააინტერესებს?

- თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს საინტერესო სანახაობა. ყველგან გვაქვს რაღაც ისეთი, რაც განსაკუთრებულია. ოკაცეს კანიონი იგივე მღვიმეები.

ასევე ტყიბულში, სოფელ ცუცხვათშიი არის მსოფლიოში ყევლაზე მრავალსართულიანი, 13 სართულიანი მღვიმე . ახლა იქამდე მისასვლელი გზა კეთდება, ასევე წესრიგდება ინფრასტრუქტურა. დაწყებულია გზის მშენებლობა, რომელიც წელს დამთავრდება და შემდგომში უკვე, ახალი პროექტები გაკეთდება ყველა სამინისტროსთან ერთად, რომ იქაურობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.როგორც ჩვენს წყალტუბოს მღვიმეს ჰყავს უამრავი მნახველი, საქართველოში ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი, ასეთივე რეიტინგული იქნება ცუცხვათის მღვიმე.

ასევე ნავენახების მღვიმეა თერჯოლის რაიონში, სადაც უკვე მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი მისი რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა ქუთაისის აეროპორტია მნიშვნელოვანი, ის გვიადვილებს ტურისტების მოზიდვას და ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკის სამინისტროსთან რომ მეტი რეისები დაემატოს.

- ბატონო გივი, თქვენ აღნიშნეთ, რომ იმდენი გზა იგება, რამდენიც არცერთ ეპოქაში დაგებულა საქართველოში. თუმცა, ოპონენტები ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ხშირად სწორედ უნიათობაში ადანაშაულებენ. რას უპასუხებთ მათ ბრალდებებს?

- ნუ რა უნდა ვუპასუხო? ქუთაისიდან დავიწყოთ ერთ-ერთი ცენტრალურ ქალაქია. ქუთაისში იმხელა პროექტები კეთდება, რაც არასდროს გაკეთებულა. ავიღოთ მაგალითად წყლის პროექტი, რომელსაც საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს. ქუთაისს წყალი არ ჰქონია არასდროს. სულ გრაფიკით და გაჭირვებით მიეწოდებოდა. ცოტა ხანში, ამ წლის ბოლოდან იწყება 2018 წლიდან კანალიზაციის პროექტი, სადაც 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება. ამაზე დიდი პროექტები ქუთაისში არ გაკეთებულა არასდროს. აშენდა ერთი პარლამენტის შენობა და იყო ეგ. მეტი არაფერი გაკეთებულა.

გარდა ამისა, მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ეზოების მოწესრიგება. კიბეები რომ კიბეებია, ისიც კი დანგრეულია ამ სახლებში. ლიფტებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. ეს თითქოს ელემენტარულია მაგრამ ადამიანი, რომ ცხოვრობს იმას თუ პირობები არ შეუქმენი, რომ ტალახში არ იაროს და ლიფტით ავიდეს მე-15 სართულზე და კიბე არ ჩამოენგრეს, სხვა რა უნდა გაუკეთო, ეს არ გავაკეთოთ? ეს მოწინააღმდეგეები და მაკრიტიკებლები ბევრი გვეყოლება, მაგრამ გააკეთონ რაც უნდათ. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. თუ გზა არ მიიყვანე და ინფრასტრუქტურა არ შექმენი, არც ინვესტორი ჩამოვა და არაფერი გაკეთდება თუ ახალი ჰესი არ ააშენე და ახალი დენის წყარო არ გააკეთე.დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა. ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს ბაზისი უნდა მომზადდეს, რომ მერე ქვეყანა განვითარდეს.

- როგორ ფიქრობთ, როგორც იმერეთის გუბერნატორი, რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და თქვენი პოზიცია როგორია მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?

-მე თუ მკითხავთ, ეს პირველ რიგში თავმოყვარეობის თემაა ქუთაისელებისთვის. მთავრობას დათვლილი აქვს ის მოგება, რაც ქუთაისს პარლამენტის ყოფნით რჩება. ხარჯებზე არ ვლაპარაკობ უზარამაზარი ხარჯი აქვს. ისეთი შენობაა და ისეა დაპროექტებული, ეს ცალკე თემაა. 3 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი მოგება არ რჩება ქუთაისს პარლამენტის ყოფნით. აი დავუშვათ იმ ბინების გაქირავებიდან რაც პარლამენტარებს აქვთ დაქირავებული. ყველაფრისგან მოგების მაქსიმალური თანხა არის 3 მილიონ ნახევარი ლარი.

თქვენ მკითხეთ რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და მე ვამბობ, რომ ეს მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს.ისე მე მხარს ვუჭერ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებას და არა მარტო პარლამენტის. პრეზიდენტი რომ ბრძანდებოდა აქ, შევთავაზე იქნებ პრეზიდენტის ადმინიტრაციაც გადმოიტანოთ ქუთაისში მეთქი. თუ ქუთაისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო ქალაქი იქნება, ჩემთვის ეს მისასალმებელია.

- რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს,როგორ აფასებთ ,,ქართული ოცნების“ შანსებს?

-ძალიან რთული და დიდი ბრძოლა იქნება წინასაარჩევნოდ. საინტერესო არჩევნები იქნება,"საინტერესო იქნება ალბათ იმ კუთხით, რომ ბევრი ახალი პოლიტიკურ ძალა გამოჩნდება. ადგილობრივი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ სოფლის დეპუტატებიდან დაწყებული, ყველას ვირჩევთ და ქალაქის მერებს. ახლა უკვე მერების სისტემა იქნება. მემგონი ჩვენ კარგი შანსი გვაქვს შევინარჩუნოთ ის უპირატესობა რა უპირატესობაც ახლა გვაქვს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ძალიან დიდი პროექტები კეთდება ჩვენს რეგიონში და ადამიანები ამას დაინახავენ. გნებავთ სოფლად და გნებავთ ქალაქად.

- როგორ აფასებთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის საკითხს და მათ შანსებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?

-მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც დიდი სხვაობაა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთი და იგივე ხალხია. ამას რას დავარქმევდით იცით? ადრე რომ იყო, ბოლშევიკები და მენშევიკები დაახლოებით ასეა.თუმცა, თუ დანაწევრებული იქნებიან გაცილებით ნაკლები შანსი ექნებათ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, მგონია რომ ,,ნაცმოძრაობა“ უფრო მეტ ხმას მიიღებს ვიდრე ,,ევროპული საქართველო“

- პოლიტიკურ წრეებში ხშირად საუბრობენ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გასაუქმებელია, რადგან რეალურად გუბერნიები არც თუ ის ქმედით უნარიანები არიან. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ქმედითია გუბერნია და გასაუქმებელია თუ არა ეს ინსტიტუტი?

-მე თუ მკითხავთ ძალიან ბევრი რამე რეგიონების ხელში უნდა იყოს. უფლებები ჩვენ არ გაგვაჩნია და მართალი გითხრათ, ასე აზრი არ აქვს გუბერნიების ამ დონეზე შენარჩუნებას,

აუცილებელია, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მეტი უფლებები მიეცეს გუბერნიას და გუბერნატორს. სხვადასხვა ქვეყანას თავისი სისტემა აქვს. თითქმის ყველა ქვეყანაში გუბერნატორი არჩევითია.

მე მივემხრობი იმას, რომ გუბერნატორი აირჩიონ რეგიონში და არ დაინიშნოს ზემოდან. უფრო დემოკრატიული იქნება ასე ხალხისთვისაც და თვითმმართველობის გაძლიერებისთვისაც. თუმცა, გუბერნია ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, თუნდაც ის რომ ყველა დიდი პროექტის ზედამხედველობას ჩვენ ვაკეთებთ, ეს ძალიან დიდი სამუშაოა. ჩვენ დიდი რეგიონი გვაქვს და ძალიან ბევრი პროექტის განხილვა და ზედამხედველობა გვიწევს,

- ბატონო გივი ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ხართ, დაინიშნეთ თუ არა მისი რეკომენდაციით იმერეთის გუბერნატორად?

-ბიძინა ივანიშვილს მე დიდი ხანა ვიცნობ, უკვე 20 წელია ჩვენ მეგობრები ვართ და მე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამომიშვა აქ რწმუნებულად.მე ვერ გეტყვით დავინიშნე თუ არა ივანიშვილის რეკომენდაციით, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს ხშირად შევხვედრივარ მას შემდეგ რაც დავინიშნე გუბერნატორის თანამდებობაზე და ყოველთვის დადებითად აფასებდა ამ ფაქტს.

- ბატონო გივი, 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება მეტწილად განაპირობა თუ არა ციხის კადრებმა?

-მარტო მაგან როგორ განაპირობა? 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა სააკაშვილმა. იმიტომ რომ დასაჭერად აქ საქმე. სააკაშვილმა და მისი მთავრობის წევრების საშინელმა მოქმედებებმა. რა, თქმა, უნდა ციხის კადრებმა ძალიან იმოქმედა ხალხზე მაგრამ, გარდაუვალი იყო მათი დამარცხება.

- ვინ გესახებათ ,,ქართული ოცნების“ ალტერნატიულ ძალად და როგორ ფიქრობთ გამოჩნდება თუ არა სხვა ძალა, რომელიც დამაჯერებელ შედეგებს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?

-მე არა მგონია, რომ ვინმემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიოს.არა მგონია. ვერც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი ყველა პარტია დაიშალა. რომელი პარტიაა ახლა? ,,ევროპული საქართველო“ მე სერიოზულ პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

"გუბერნატორი ზემოდან არ უნდა დაინიშნოს“ - ინტერვიუ იმერეთის გუბერნატორთან

"გუბერნატორი ზემოდან არ უნდა დაინიშნოს“ - ინტერვიუ იმერეთის გუბერნატორთან
10:43 | 12 ივნისი, 2017

რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ მიუხედავად რთული და დაძაბული წინასაარჩევნო კაპმანიისა, ,,ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს.მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკურ ძალა, რომელიც ,,ქართულ ოცნების" ალტერნატივა გახდება

- ბატონო გივი, რა პროექტები ხორციელდება ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში?

-პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, რაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გზები არის, როგორ რეგიონალური დატვირთვის, ასევე მუნიციპალური და ასევე შიდა გზები.იმდენი გზა იგება არასდროს, არცერთ ეპოქაში რომ არ დაგებულა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზების დაგება.ასევე პრიორიტეტულია ჩვენთვის საბავშვო ბაღების აშენება და აღდგენა-რეკონსტრუქცია. თითქმის თვე არ გავა, რომ სადმე ახალი საბავშვო ბაღი არ გავხსნათ. ძალიან ბევრი წინადადებაა ასევე ბიზნესის და ხალხის დასაქმების მხრივ, ვცდილობთ, შეიქმნას ახალი საწარმო, სადაც ხალხი დასაქმდება. კარგად მუშაობს ახალი პროექტები რაც გვაქვს, როგორც ეკონომიკის სამინიტროდან, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.ასევე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჭიათურაში. უკვე დაიწყო საბაგირო გზების რეაბილიტაცია და შემოდგომისთვის თანამედროვე ტექნოლოოგიით გაკეთებული საბაგირო გზები გვექნება.

- რა იგეგმება ტურიზმის გაუმჯობესების კუთხით და რა ახალი პროექტები წამოიწყო გუბერნიამ, რომელიც ტურისტებს რეგიონით დააინტერესებს?

- თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს საინტერესო სანახაობა. ყველგან გვაქვს რაღაც ისეთი, რაც განსაკუთრებულია. ოკაცეს კანიონი იგივე მღვიმეები.

ასევე ტყიბულში, სოფელ ცუცხვათშიი არის მსოფლიოში ყევლაზე მრავალსართულიანი, 13 სართულიანი მღვიმე . ახლა იქამდე მისასვლელი გზა კეთდება, ასევე წესრიგდება ინფრასტრუქტურა. დაწყებულია გზის მშენებლობა, რომელიც წელს დამთავრდება და შემდგომში უკვე, ახალი პროექტები გაკეთდება ყველა სამინისტროსთან ერთად, რომ იქაურობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.როგორც ჩვენს წყალტუბოს მღვიმეს ჰყავს უამრავი მნახველი, საქართველოში ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი, ასეთივე რეიტინგული იქნება ცუცხვათის მღვიმე.

ასევე ნავენახების მღვიმეა თერჯოლის რაიონში, სადაც უკვე მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი მისი რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა ქუთაისის აეროპორტია მნიშვნელოვანი, ის გვიადვილებს ტურისტების მოზიდვას და ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკის სამინისტროსთან რომ მეტი რეისები დაემატოს.

- ბატონო გივი, თქვენ აღნიშნეთ, რომ იმდენი გზა იგება, რამდენიც არცერთ ეპოქაში დაგებულა საქართველოში. თუმცა, ოპონენტები ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ხშირად სწორედ უნიათობაში ადანაშაულებენ. რას უპასუხებთ მათ ბრალდებებს?

- ნუ რა უნდა ვუპასუხო? ქუთაისიდან დავიწყოთ ერთ-ერთი ცენტრალურ ქალაქია. ქუთაისში იმხელა პროექტები კეთდება, რაც არასდროს გაკეთებულა. ავიღოთ მაგალითად წყლის პროექტი, რომელსაც საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს. ქუთაისს წყალი არ ჰქონია არასდროს. სულ გრაფიკით და გაჭირვებით მიეწოდებოდა. ცოტა ხანში, ამ წლის ბოლოდან იწყება 2018 წლიდან კანალიზაციის პროექტი, სადაც 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება. ამაზე დიდი პროექტები ქუთაისში არ გაკეთებულა არასდროს. აშენდა ერთი პარლამენტის შენობა და იყო ეგ. მეტი არაფერი გაკეთებულა.

გარდა ამისა, მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ეზოების მოწესრიგება. კიბეები რომ კიბეებია, ისიც კი დანგრეულია ამ სახლებში. ლიფტებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. ეს თითქოს ელემენტარულია მაგრამ ადამიანი, რომ ცხოვრობს იმას თუ პირობები არ შეუქმენი, რომ ტალახში არ იაროს და ლიფტით ავიდეს მე-15 სართულზე და კიბე არ ჩამოენგრეს, სხვა რა უნდა გაუკეთო, ეს არ გავაკეთოთ? ეს მოწინააღმდეგეები და მაკრიტიკებლები ბევრი გვეყოლება, მაგრამ გააკეთონ რაც უნდათ. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. თუ გზა არ მიიყვანე და ინფრასტრუქტურა არ შექმენი, არც ინვესტორი ჩამოვა და არაფერი გაკეთდება თუ ახალი ჰესი არ ააშენე და ახალი დენის წყარო არ გააკეთე.დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა. ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს ბაზისი უნდა მომზადდეს, რომ მერე ქვეყანა განვითარდეს.

- როგორ ფიქრობთ, როგორც იმერეთის გუბერნატორი, რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და თქვენი პოზიცია როგორია მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?

-მე თუ მკითხავთ, ეს პირველ რიგში თავმოყვარეობის თემაა ქუთაისელებისთვის. მთავრობას დათვლილი აქვს ის მოგება, რაც ქუთაისს პარლამენტის ყოფნით რჩება. ხარჯებზე არ ვლაპარაკობ უზარამაზარი ხარჯი აქვს. ისეთი შენობაა და ისეა დაპროექტებული, ეს ცალკე თემაა. 3 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი მოგება არ რჩება ქუთაისს პარლამენტის ყოფნით. აი დავუშვათ იმ ბინების გაქირავებიდან რაც პარლამენტარებს აქვთ დაქირავებული. ყველაფრისგან მოგების მაქსიმალური თანხა არის 3 მილიონ ნახევარი ლარი.

თქვენ მკითხეთ რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და მე ვამბობ, რომ ეს მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს.ისე მე მხარს ვუჭერ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებას და არა მარტო პარლამენტის. პრეზიდენტი რომ ბრძანდებოდა აქ, შევთავაზე იქნებ პრეზიდენტის ადმინიტრაციაც გადმოიტანოთ ქუთაისში მეთქი. თუ ქუთაისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო ქალაქი იქნება, ჩემთვის ეს მისასალმებელია.

- რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს,როგორ აფასებთ ,,ქართული ოცნების“ შანსებს?

-ძალიან რთული და დიდი ბრძოლა იქნება წინასაარჩევნოდ. საინტერესო არჩევნები იქნება,"საინტერესო იქნება ალბათ იმ კუთხით, რომ ბევრი ახალი პოლიტიკურ ძალა გამოჩნდება. ადგილობრივი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ სოფლის დეპუტატებიდან დაწყებული, ყველას ვირჩევთ და ქალაქის მერებს. ახლა უკვე მერების სისტემა იქნება. მემგონი ჩვენ კარგი შანსი გვაქვს შევინარჩუნოთ ის უპირატესობა რა უპირატესობაც ახლა გვაქვს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ძალიან დიდი პროექტები კეთდება ჩვენს რეგიონში და ადამიანები ამას დაინახავენ. გნებავთ სოფლად და გნებავთ ქალაქად.

- როგორ აფასებთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის საკითხს და მათ შანსებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?

-მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც დიდი სხვაობაა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთი და იგივე ხალხია. ამას რას დავარქმევდით იცით? ადრე რომ იყო, ბოლშევიკები და მენშევიკები დაახლოებით ასეა.თუმცა, თუ დანაწევრებული იქნებიან გაცილებით ნაკლები შანსი ექნებათ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, მგონია რომ ,,ნაცმოძრაობა“ უფრო მეტ ხმას მიიღებს ვიდრე ,,ევროპული საქართველო“

- პოლიტიკურ წრეებში ხშირად საუბრობენ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გასაუქმებელია, რადგან რეალურად გუბერნიები არც თუ ის ქმედით უნარიანები არიან. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ქმედითია გუბერნია და გასაუქმებელია თუ არა ეს ინსტიტუტი?

-მე თუ მკითხავთ ძალიან ბევრი რამე რეგიონების ხელში უნდა იყოს. უფლებები ჩვენ არ გაგვაჩნია და მართალი გითხრათ, ასე აზრი არ აქვს გუბერნიების ამ დონეზე შენარჩუნებას,

აუცილებელია, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მეტი უფლებები მიეცეს გუბერნიას და გუბერნატორს. სხვადასხვა ქვეყანას თავისი სისტემა აქვს. თითქმის ყველა ქვეყანაში გუბერნატორი არჩევითია.

მე მივემხრობი იმას, რომ გუბერნატორი აირჩიონ რეგიონში და არ დაინიშნოს ზემოდან. უფრო დემოკრატიული იქნება ასე ხალხისთვისაც და თვითმმართველობის გაძლიერებისთვისაც. თუმცა, გუბერნია ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, თუნდაც ის რომ ყველა დიდი პროექტის ზედამხედველობას ჩვენ ვაკეთებთ, ეს ძალიან დიდი სამუშაოა. ჩვენ დიდი რეგიონი გვაქვს და ძალიან ბევრი პროექტის განხილვა და ზედამხედველობა გვიწევს,

- ბატონო გივი ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ხართ, დაინიშნეთ თუ არა მისი რეკომენდაციით იმერეთის გუბერნატორად?

-ბიძინა ივანიშვილს მე დიდი ხანა ვიცნობ, უკვე 20 წელია ჩვენ მეგობრები ვართ და მე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამომიშვა აქ რწმუნებულად.მე ვერ გეტყვით დავინიშნე თუ არა ივანიშვილის რეკომენდაციით, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს ხშირად შევხვედრივარ მას შემდეგ რაც დავინიშნე გუბერნატორის თანამდებობაზე და ყოველთვის დადებითად აფასებდა ამ ფაქტს.

- ბატონო გივი, 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება მეტწილად განაპირობა თუ არა ციხის კადრებმა?

-მარტო მაგან როგორ განაპირობა? 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა სააკაშვილმა. იმიტომ რომ დასაჭერად აქ საქმე. სააკაშვილმა და მისი მთავრობის წევრების საშინელმა მოქმედებებმა. რა, თქმა, უნდა ციხის კადრებმა ძალიან იმოქმედა ხალხზე მაგრამ, გარდაუვალი იყო მათი დამარცხება.

- ვინ გესახებათ ,,ქართული ოცნების“ ალტერნატიულ ძალად და როგორ ფიქრობთ გამოჩნდება თუ არა სხვა ძალა, რომელიც დამაჯერებელ შედეგებს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?

-მე არა მგონია, რომ ვინმემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიოს.არა მგონია. ვერც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი ყველა პარტია დაიშალა. რომელი პარტიაა ახლა? ,,ევროპული საქართველო“ მე სერიოზულ პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდება.

ავტორი: თეონა გიორგაძე