რაგბი U20 მსოფლიო თასი: საფრანგეთმა არგენტინა ბოლო წამზე დაამარცხა

რაგბი U20 მსოფლიო თასი: საფრანგეთმა არგენტინა ბოლო წამზე დაამარცხა

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის C ჯგუფის შეხვედრაში, არგენტინასა და საფრანგეთს შორის დაპირისპირება ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და ფრანგების გამარჯვებით - 25:26 დასრულდა.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ანგარიში 22:21 იყო არგენტინელების სასარგებლოდ, ალბორნოზოს საჯარიმოთი კი არგენტინელები 25:21 დაწინაურდნენ. თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო და არგენტინა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამხდარიყო, თუმცა, ფრანგებმა, ბოლო წამებზე ლელოს დადება მოახერხეს და ერთი ქულით გადაუსწრეს მეტოქეს.

ლელოს გარდასახვა ვეღარ შეძლო საფრანგეთმა, მაგრამ დადებული ლელო სრულიად საკამრისი აღმოჩნდა ჯგუფში პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად.

ფრანგებმა, ქვეჯგუფის პირველი დაპირისპირება, სამხრეთ აფრიკასთან, ფრედ - 23:23 დაასრულეს.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩს, საქართველოს ნაკრები, რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, ავჭალის სტადიონზე, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 18:00 საათზე დაიწყებს.

ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართული შეხვედრა, B ჯგუფში, ირლანდიასა და შოტლანდიას შორის, შოტლანდიელების გამარჯვებით - 28:32 დასრულდა. ამავე მოედანზე, სულ მალე, ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და იტალიის 20-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან.
დღევანდელი დღის სათამაშო განრიგი ასეთია:

A ჯგუფი

ავსტრალია - სამოა (ავჭალა) 15:30 საათი

ინგლისი - უელსი (ავჭალა) 20:30 საათი

C ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა - საქართველო (ავჭალა) 18:00 საათი

B ჯგუფი

ახალი ზელანდია - იტალია (აია არენა) 15:30 საათი
 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

9 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036