ილია მეორე: საქართველოში დაპირისპირებაა, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ

ილია მეორე: საქართველოში დაპირისპირებაა, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის - წმიდა სამების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია აღავლინა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

"თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე, დრო მთელ მსოფლიოში - რაღაც არაჩვეულებრივი მოლნებები, ბუნებრივი მოვლენები, ადამიანთა და  სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება. 

ასევე დაპირისპირებაა ჩვენთან, საქართველოში, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება ჩვენ. თქვენ გახსოვთ, როცა გვიჭირდა ვლოცულობდით "მოწყალებისა კარი განგვიღე" (ღვთისმშობლის ლოცვა)", - ბრძანა ილია მეორემ. 

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

2 საათის წინ

დაზარალებულის დედის, მარინა მაისურაძის ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახალგაზრდა.  „ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036