გორის გამგებელმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

გორის გამგებელმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,დავით ონიაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ქვეშიდან მიულოცა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ონიაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გამგეობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლა-განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

გამგეობისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სოფლების კარბის, ქვეშისა და მერეთის საბავშვო ბაგა-ბაღებს სტუმრობდნენ და პატარებს 1 ივნისი მიულოცეს. ბავშვებმა დღეს საჩუქრებიც მიიღეს, სტუმრებს კი საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ღონისძიებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ბაღში გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, მიმდინარე წელს კიდევ 4 ბაღის გახსნა იგეგმება.

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

9 საათის წინ

 ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ქუთაისის მერის გიორგი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036