CNN: ფილიპინების სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის დაპირისპირების შედეგად, 103 პირი დაიღუპა

CNN: ფილიპინების სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის დაპირისპირების შედეგად, 103 პირი დაიღუპა

ქალაქ მარავიში ფილიპინების სამთავრობო ძალებსა და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მინიმუმ 103 ადამიანი დაიღუპა,-ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

ფილიპინების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, სულ, 61 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა. გარდა ამისა, დაპირისპირების შედეგად, 19 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე 11 სამხედრო მოსამსახურე და ოთხი პოლიციელი დაიღუპა.

ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებსა და დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 23 მაისს დაიწყო. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ, რომელიც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, პროვინცია მინდანაოში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

28 მაისს, ისლამისტმა მებრძოლებმა ფილიპინებზე 19 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, მოქალაქეები ქალაქ მარავში მოკლეს, სადაც ისლამისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკება გრძელდება. ადგილობრივი ისლამისტები ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერენ.

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

31 წუთის წინ

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051