ალაფიშვილი: პრეზიდენტის პოზიცია ნიშნავს, რომ ის ნეიტრალურობიდან პოპულიზმისკენ გადაიხარა

იაგო ნაცვლიშვილი

„როგორ ვერ დაინახეს კვალიფიციურმა წარმოამდგენლებმა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუ დაინახეს და არ უთხრეს პრეზიდენტს, ან უთხრეს და პრეზიდენტმა არ გაიზიარა, ეს ნიშნავს რომ ეს ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ჰქვია ნეიტრალური პოზიციიდან გადახრილია პოპულიზმისკენ“, - ეს განცხადება იურისტმა ლევან ალაფიშვილმა კონსტუტიციიდან 94-ე მუხლის სავარაუდო ამოღების შესახებ გააკეთა.

როგორც ალაფიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ამ იდეაზე თანხმობით პრეზიდენტი პოპულისტთა რიგებში ჩადგა.

„ამ შინაარსგამოცლილი პოზიციით პრეზიდენტიც ჩადგა პოპულისტთა რიგში, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მრავლად მოიპოვებიან. მათ შორის „ქართული ოცნების“ რიგებშიც, მხედველობაში მაქვს „სოციალ-დემოკრატები“. „სოციალ-დემოკრატების“ და პრეზიდენტის პოზიცია თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.  „სოციალ დემოკრატებს“ 3 ადამიანი ჰყავს პარლამენტში. ესენი არიან გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი. ამიტომაც გია ჟორჟოლიანმა კონსტიტუციის პროექტის ამ ვარიანტს ხელი არ მოაწერა.

კონსტიტუციის ჩანაწერს ქვეყნის გარეთ პოტენციური ინვესტორისთის აქვს მნიშვნელობა. სტაბილურობისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის და ა.შ. ამავე დროს კონსტიტუციური ჩანაწერი არ არის ხისტი „კლიტით“ ჩაკეტილი რომ არ ტოვებდეს საშუალებას. 94-ე მუხლის საფუძველზე მიღებულია ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების აქტი. კანონს იღებს პარლამენტი, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. შესაბამისად მას შეუძლია კანონის შეცვლის გარეშე გაზარდოს გადასახადები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთავრობაში არ ჰყავთ კვალიფიციური იურისტი, რომ ეს საკითხი ასე დგას. თუკი პრობლემაა ეს მთავრობას უნდა აწუხებდეს, გვახსოვს რომ გიორგი გახარია შეხვდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და არ გააკეთოთ ესაო. უმრავლესობაც არ შეეხო ამ მუხლს, ვინაიდან პრობლემად არ მიაჩნია. თუ პრობლემა არ არის, მაშინ რატომ ჭმუნავენ პოლიტიკოსები? იქნება გია ჟორჟოლიანი, პრეზიდენტი თუ საზოგადოების ჯგუფები. საქმე ისაა, რომ პოპულისტური თემებით მანიპულირებენ და შინაარსს არ უხსნიან. მოქალაქეებს, რომ აუხსნან, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი რეფერენდუმით არ უნდა იყოს შეზღუდული, მოქალაქეებს რომ აუხსნან, რომ მთავრობას ამის გაკეთება დღესაც შეუძლია, ბუნებრივია ის პოზიციას შეიცვლის.

საინტერესოა როგორ ვერ დაინახეს კვალიფიციურმა წარმოამდგენლებმა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუ დაინახეს და არ უთხრეს პრეზიდენტს, ან უთხრეს და პრეზიდენტმა არ გაიზიარა, ეს ნიშნავს რომ ეს ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ჰქვია ნეიტრალური პოზიციიდან გადახრილია პოპულიზმისკენ“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იზიარებს ხელისუფლების პოზიციას კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

ალაფიშვილი: პრეზიდენტის პოზიცია ნიშნავს, რომ ის ნეიტრალურობიდან პოპულიზმისკენ გადაიხარა

ალაფიშვილი: პრეზიდენტის პოზიცია ნიშნავს, რომ ის ნეიტრალურობიდან პოპულიზმისკენ გადაიხარა
21:51 | 19 მაისი, 2017

როგორც ალაფიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ამ იდეაზე თანხმობით პრეზიდენტი პოპულისტთა რიგებში ჩადგა.

„ამ შინაარსგამოცლილი პოზიციით პრეზიდენტიც ჩადგა პოპულისტთა რიგში, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მრავლად მოიპოვებიან. მათ შორის „ქართული ოცნების“ რიგებშიც, მხედველობაში მაქვს „სოციალ-დემოკრატები“. „სოციალ-დემოკრატების“ და პრეზიდენტის პოზიცია თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.  „სოციალ დემოკრატებს“ 3 ადამიანი ჰყავს პარლამენტში. ესენი არიან გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი. ამიტომაც გია ჟორჟოლიანმა კონსტიტუციის პროექტის ამ ვარიანტს ხელი არ მოაწერა.

კონსტიტუციის ჩანაწერს ქვეყნის გარეთ პოტენციური ინვესტორისთის აქვს მნიშვნელობა. სტაბილურობისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის და ა.შ. ამავე დროს კონსტიტუციური ჩანაწერი არ არის ხისტი „კლიტით“ ჩაკეტილი რომ არ ტოვებდეს საშუალებას. 94-ე მუხლის საფუძველზე მიღებულია ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების აქტი. კანონს იღებს პარლამენტი, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. შესაბამისად მას შეუძლია კანონის შეცვლის გარეშე გაზარდოს გადასახადები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთავრობაში არ ჰყავთ კვალიფიციური იურისტი, რომ ეს საკითხი ასე დგას. თუკი პრობლემაა ეს მთავრობას უნდა აწუხებდეს, გვახსოვს რომ გიორგი გახარია შეხვდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და არ გააკეთოთ ესაო. უმრავლესობაც არ შეეხო ამ მუხლს, ვინაიდან პრობლემად არ მიაჩნია. თუ პრობლემა არ არის, მაშინ რატომ ჭმუნავენ პოლიტიკოსები? იქნება გია ჟორჟოლიანი, პრეზიდენტი თუ საზოგადოების ჯგუფები. საქმე ისაა, რომ პოპულისტური თემებით მანიპულირებენ და შინაარსს არ უხსნიან. მოქალაქეებს, რომ აუხსნან, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი რეფერენდუმით არ უნდა იყოს შეზღუდული, მოქალაქეებს რომ აუხსნან, რომ მთავრობას ამის გაკეთება დღესაც შეუძლია, ბუნებრივია ის პოზიციას შეიცვლის.

საინტერესოა როგორ ვერ დაინახეს კვალიფიციურმა წარმოამდგენლებმა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თუ დაინახეს და არ უთხრეს პრეზიდენტს, ან უთხრეს და პრეზიდენტმა არ გაიზიარა, ეს ნიშნავს რომ ეს ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ჰქვია ნეიტრალური პოზიციიდან გადახრილია პოპულიზმისკენ“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იზიარებს ხელისუფლების პოზიციას კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი