ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს ხელები შეუკრეს, პირი აუკრეს, გაიტაცეს და მერე უთხრეს რომ დააკავეს

ადმინისტრატორი

ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დეკანოზმა და არა ადვოკატებმა. მან მოგვიწოდა, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა დარბაზი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსით ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი დასაცავის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. აქ ისმის კითხვა, ჩვენ თუ დავტოვეთ, როგორ გაგვაძევა. თუ გაგვაძევა, როგორ დავტოვეთ. 

არცერთ შემთხვევაში არ დარჩება მამა გიორგი მამალაძე ადვოკატების გარეშე. ჩვენ ჩავიბარებთ განჩინებას, თუ იქ ეწერება, რომ გაძევებულები ვართ, მაშინ ჩვენ გასაჩივრების უფლება გვაქვს", - განაცხადა ადვოკატმა. 

კითხვაზე, დაესწრება თუ არა დეკანოზი სასამართლო სხდომას ფანცულაიამ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ორშაბათს ექნება. მას შემდეგ რაც ის დეკანოზს მოინახულებს. 

"საქმეში არ არსებობს პირი ვისგანაც შეიძლება ეყიდა დეკანოზ მამალაძეს ციანიდი. იმიტომ, რომ არ უყიდია. ასეთი ადამიანები არათუ დაკითხული და დაკავებულები არ არიან, ბუნებაშიც არ არსებობენ. ეს არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამიტომ დაიხურა სხდომა. რამდენიმე წუთი როდესაც ღია იყო პროცესი მან მოასწრო ეთქვა საზოგადოებისთვის როგორ მოიტაცეს ის.

როცა მან აეროპორტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა და თვითმფრინავის ტრაპთან უნდა მისულიყო. მამა გიორგის უთხრეს, რომ ტრაპამდე ფეხით არ წასულიყო, მიგაბრძანებთ მანქანითო. ჩასვეს მანქანაში, აუკრეს პირი, შეუკრეს ხელები და გაიტაცეს მანქანით. არც უფლებები განუმარტეს, არც პირადი ჩხრეკის და არც არანაირი ოქმი არ შედგენილა. მიიყვანეს პროკურატურაში და იქ უთრხეს, რომ ის ამზადებდა პატრიარქის მკვლელობას. ეს არის მუქარა და შანტაჟი", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

მსგავსი სიახლეები
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება

24 მაისი, 2017

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეან-გინეკოლოგმა ნონა კრილოვმა განუცხადა, განყოფილებას ჯერჯერობით დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის...

მეტი

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24 მაისი, 2017

25 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს ხელები შეუკრეს, პირი აუკრეს, გაიტაცეს და მერე უთხრეს რომ დააკავეს

ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს ხელები შეუკრეს, პირი აუკრეს, გაიტაცეს და მერე უთხრეს რომ დააკავეს
21:00 | 19 მაისი, 2017

"სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დეკანოზმა და არა ადვოკატებმა. მან მოგვიწოდა, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა დარბაზი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსით ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი დასაცავის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. აქ ისმის კითხვა, ჩვენ თუ დავტოვეთ, როგორ გაგვაძევა. თუ გაგვაძევა, როგორ დავტოვეთ. 

არცერთ შემთხვევაში არ დარჩება მამა გიორგი მამალაძე ადვოკატების გარეშე. ჩვენ ჩავიბარებთ განჩინებას, თუ იქ ეწერება, რომ გაძევებულები ვართ, მაშინ ჩვენ გასაჩივრების უფლება გვაქვს", - განაცხადა ადვოკატმა. 

კითხვაზე, დაესწრება თუ არა დეკანოზი სასამართლო სხდომას ფანცულაიამ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ორშაბათს ექნება. მას შემდეგ რაც ის დეკანოზს მოინახულებს. 

"საქმეში არ არსებობს პირი ვისგანაც შეიძლება ეყიდა დეკანოზ მამალაძეს ციანიდი. იმიტომ, რომ არ უყიდია. ასეთი ადამიანები არათუ დაკითხული და დაკავებულები არ არიან, ბუნებაშიც არ არსებობენ. ეს არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამიტომ დაიხურა სხდომა. რამდენიმე წუთი როდესაც ღია იყო პროცესი მან მოასწრო ეთქვა საზოგადოებისთვის როგორ მოიტაცეს ის.

როცა მან აეროპორტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა და თვითმფრინავის ტრაპთან უნდა მისულიყო. მამა გიორგის უთხრეს, რომ ტრაპამდე ფეხით არ წასულიყო, მიგაბრძანებთ მანქანითო. ჩასვეს მანქანაში, აუკრეს პირი, შეუკრეს ხელები და გაიტაცეს მანქანით. არც უფლებები განუმარტეს, არც პირადი ჩხრეკის და არც არანაირი ოქმი არ შედგენილა. მიიყვანეს პროკურატურაში და იქ უთრხეს, რომ ის ამზადებდა პატრიარქის მკვლელობას. ეს არის მუქარა და შანტაჟი", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

ავტორი: ადმინისტრატორი