ჭიათურის სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ერთი დღე გარემოს დაცვის მინისტრი იყო

ადმინისტრატორი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლემ ელენე გოგოლაძემ ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

კონკურსის „ფოტოსინთეზის“ გამარჯვებულს გიგლა აგულაშვილმა მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა. მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას გაეცნო. 
მინისტრი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ეროვნული პარკის სერვისები და პარკის ეკო-ტურისტული განვითარების იდეები გააცნო. ელენე გოგოლაძემ თბილისის ეროვნული პარკის დირექტორს ნური ჯაფარიძეს ბრაკონიერებთან ბრძოლაში და კანონაღსრულების მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მერაბ არევაძის სახელობის სიგელი გადასცა. 
თბილისის ეროვნული პარკის დათვალიერების შემდეგ, ელენე გოგოლაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ინსპექტირების პროცესში თავად ჩაერთო. გიგლა აგულაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ, მას დეპარტამენტის საქმიანობა და გამოვლენილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების სტატისტიკა გააცნეს. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტებმა თბილისის ზღვაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს. მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში ელენე გოგოლაძე ჩაერთო და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.
დღის ბოლოს, მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე ეროვნული საშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურას გაეცნო. გიგლა აგულაშვილმა სტუმარს მეურნეობაში დაგეგმილ პროექტებსა და გადაშენების პირას მყოფი, „ნაკადულის კალმახის“ საშენი პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 
„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, CENN-ის მიერ პროექტის - ტყის მდგრადი მართვა ფრგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

16 ოქტომბერი, 2017

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერი, 2017

17 ოქტომბრის 08:00 საათიდან 18 ოქტომბრის 12:00 საათამდე ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია...

მეტი

ჭიათურის სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ერთი დღე გარემოს დაცვის მინისტრი იყო

ჭიათურის სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ერთი დღე გარემოს დაცვის მინისტრი იყო
20:53 | 19 მაისი, 2017

კონკურსის „ფოტოსინთეზის“ გამარჯვებულს გიგლა აგულაშვილმა მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა. მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას გაეცნო. 
მინისტრი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელმა ეროვნული პარკის სერვისები და პარკის ეკო-ტურისტული განვითარების იდეები გააცნო. ელენე გოგოლაძემ თბილისის ეროვნული პარკის დირექტორს ნური ჯაფარიძეს ბრაკონიერებთან ბრძოლაში და კანონაღსრულების მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მერაბ არევაძის სახელობის სიგელი გადასცა. 
თბილისის ეროვნული პარკის დათვალიერების შემდეგ, ელენე გოგოლაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ინსპექტირების პროცესში თავად ჩაერთო. გიგლა აგულაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ, მას დეპარტამენტის საქმიანობა და გამოვლენილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების სტატისტიკა გააცნეს. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტებმა თბილისის ზღვაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს. მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში ელენე გოგოლაძე ჩაერთო და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.
დღის ბოლოს, მინისტრის რანგში ელენე გოგოლაძე ეროვნული საშენი მეურნეობის ინფრასტრუქტურას გაეცნო. გიგლა აგულაშვილმა სტუმარს მეურნეობაში დაგეგმილ პროექტებსა და გადაშენების პირას მყოფი, „ნაკადულის კალმახის“ საშენი პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 
„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, CENN-ის მიერ პროექტის - ტყის მდგრადი მართვა ფრგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 

ავტორი: ადმინისტრატორი