ზუგდიდში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

ზუგდიდში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ზუგდიდიც შეუერთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

დადიანების სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შეუერთდა.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ ზუგდიდის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, კულტურის ცენტრ „ოდიშისა“ და რადიო ათინათის მხარდაჭერითა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფ „კომუნას“ ხელმძღვანელობით გაიმართა.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

2 საათის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036