შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს

ადმინისტრატორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე- პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა,-ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო.

განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო. დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა. შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს

შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს
13:12 | 19 მაისი, 2017

ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო.

განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო. დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა. შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.

ავტორი: ადმინისტრატორი