შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულზე მეორე ავიამზიდი გაგზავნა

ადმინისტრატორი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულზე ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი გაგზავნა, რომელიც კიდევ ერთ ავიამზიდ USS Carl Vinson-თან ერთად, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს,-ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით არცელებს.

როგორც ტელეარხს წყარომ განუცხადა, ამერიკის დაზვერვა მიიჩვევს, რომ ჩრდილოეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამის დემონსტრირებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიამზდი USS Ronald Reagan-ი ტექნიკური დათვალიერებისა და საზღვაო გამოცდის შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე, სამხედრო-საზღვაო ბაზა იოკოსუკაზე განლაგდა.

15 მაისს, ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა იაპონიის საზღვაო ბაზა ტექნიკური მარცხის გამო ვერ დატოვა. თუმცა, იმავე დღესვე ავიამზიდს ბაზა უნდა დაეტოვებინა.

ავიამზიდი USS Carl Vinson-ი კორეის ნახევარკუნძულზე გასულ თვის ბოლოს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამერიკის ქმედებების საპასუხოდ, ფხენიანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ავიამზიდის განადგურებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში“

28 ივნისი, 2017

29 ივნისიდან – 1 ივლისამდე თბილისში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში“ ჩატარდება. კონფერენციის პროგრამა: 29.06.2017 წ. – კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო...

მეტი

ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 649 დევნილ ოჯახს შეუძინა

ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 649 დევნილ ოჯახს შეუძინა

28 ივნისი, 2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას...

მეტი

შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულზე მეორე ავიამზიდი გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულზე მეორე ავიამზიდი გაგზავნა
11:28 | 19 მაისი, 2017

როგორც ტელეარხს წყარომ განუცხადა, ამერიკის დაზვერვა მიიჩვევს, რომ ჩრდილოეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამის დემონსტრირებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიამზდი USS Ronald Reagan-ი ტექნიკური დათვალიერებისა და საზღვაო გამოცდის შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე, სამხედრო-საზღვაო ბაზა იოკოსუკაზე განლაგდა.

15 მაისს, ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა იაპონიის საზღვაო ბაზა ტექნიკური მარცხის გამო ვერ დატოვა. თუმცა, იმავე დღესვე ავიამზიდს ბაზა უნდა დაეტოვებინა.

ავიამზიდი USS Carl Vinson-ი კორეის ნახევარკუნძულზე გასულ თვის ბოლოს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამერიკის ქმედებების საპასუხოდ, ფხენიანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ავიამზიდის განადგურებას გეგმავს.

ავტორი: ადმინისტრატორი