ახალქალაქში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს (ფოტორეპორტაჟი)

ადმინისტრატორი

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. წელს მასშტაბური სახე მიიღო და საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, ხოლო საზღვარგარეთ 12 ქვეყანაში. 

ახალქალაქი პირველად შეუერთდა ამ ღონისძიებას. ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ცეკვისა და სიმღერის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის კულტურის ცენტრთან არსებულმა ორმა ანსამბლმა. როგორც სომხურმა ანსამბლმა „ჯავახკი“ ასევე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "მურჯი". მსვლელობაზე ეროვნული სამოსი ანსამბლის წევრებმა წარმოადგინეს.

ახალქალაქში ეროვნული სამოსის დღის ჩატარების ინიციატორის ანსამბლ „მურჯის“ ქორეოგრაფიული ხელმძღვანელის გიორგი მეტრეველის თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეროვნული სამოსი ყველა ერისთვის ინდივიდუალურია და ერის ხასიათს, ტემპერამენტს და ისტორიას უსვამს ხაზს.

ფოტო ზაქარია მურმანიშვილი და კატია მოსოიანი

2

2

მსგავსი სიახლეები
რა დაავადებებით კვდებიან საქართველოში – სიკვდილიანობის უახლესი სტატისტიკა

16 ოქტომბერი, 2017

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი სამი მიზეზი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა, სიმსივნე და სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობაა. მიმდინარე წელს...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერი, 2017

17 ოქტომბრის 08:00 საათიდან 18 ოქტომბრის 12:00 საათამდე ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია...

მეტი

ახალქალაქში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს (ფოტორეპორტაჟი)

ახალქალაქში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს (ფოტორეპორტაჟი)
22:17 | 18 მაისი, 2017

ახალქალაქი პირველად შეუერთდა ამ ღონისძიებას. ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ცეკვისა და სიმღერის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის კულტურის ცენტრთან არსებულმა ორმა ანსამბლმა. როგორც სომხურმა ანსამბლმა „ჯავახკი“ ასევე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "მურჯი". მსვლელობაზე ეროვნული სამოსი ანსამბლის წევრებმა წარმოადგინეს.

ახალქალაქში ეროვნული სამოსის დღის ჩატარების ინიციატორის ანსამბლ „მურჯის“ ქორეოგრაფიული ხელმძღვანელის გიორგი მეტრეველის თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეროვნული სამოსი ყველა ერისთვის ინდივიდუალურია და ერის ხასიათს, ტემპერამენტს და ისტორიას უსვამს ხაზს.

ფოტო ზაქარია მურმანიშვილი და კატია მოსოიანი

2

2

ავტორი: ადმინისტრატორი