სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო

ადმინისტრატორი

შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა" ფარგლებში, მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა სატყეო მიმართულების 20-მდე სტუდენტისთვის, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ბეთანიის ტყეში, პრაქტიკული კურსი ჩაატარეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საველე ტრენინგზე სტუდენტებმა ბეთანიის მიმდებარე ტყეები დაათვალიერეს და სანიმუშო ფართობის გამოყოფის, ტყის ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების, კორომის თვალზომური შეფასების,  ტყის ტიპების დადგენის მეთოდების, არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების იდენტიფიცირების საკითხებს გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო

სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო
16:43 | 18 მაისი, 2017

საველე ტრენინგზე სტუდენტებმა ბეთანიის მიმდებარე ტყეები დაათვალიერეს და სანიმუშო ფართობის გამოყოფის, ტყის ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების, კორომის თვალზომური შეფასების,  ტყის ტიპების დადგენის მეთოდების, არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების იდენტიფიცირების საკითხებს გაეცნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი