ჯეჯელავა: ჰერბერტ ზალბერის ქმედებასთან დაკავშირებით ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება

ადმინისტრატორი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. მინისტრის თქმით, ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით მკაცრი იქნება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება, ცალსახად, ყველანაირი თვალსაზრისით და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი, კონკრეტულად, გაწვევა იქნება თუ არა მოთხოვნილი, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყება გადაწყვეტს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობაზე არაფერი განგვიხილავს. საგარეო უწყება ამაზე გასცემს პასუხს. მთავრობის საკითხები შეგიძლიათ ნახოთ და მათ შორის ეს საკითხი არ არის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

16 ოქტომბერი, 2017

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერი, 2017

17 ოქტომბრის 08:00 საათიდან 18 ოქტომბრის 12:00 საათამდე ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია...

მეტი

ჯეჯელავა: ჰერბერტ ზალბერის ქმედებასთან დაკავშირებით ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება

ჯეჯელავა: ჰერბერტ ზალბერის ქმედებასთან დაკავშირებით ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება
11:58 | 18 მაისი, 2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. მინისტრის თქმით, ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით მკაცრი იქნება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება, ცალსახად, ყველანაირი თვალსაზრისით და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი, კონკრეტულად, გაწვევა იქნება თუ არა მოთხოვნილი, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყება გადაწყვეტს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობაზე არაფერი განგვიხილავს. საგარეო უწყება ამაზე გასცემს პასუხს. მთავრობის საკითხები შეგიძლიათ ნახოთ და მათ შორის ეს საკითხი არ არის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

ავტორი: ადმინისტრატორი