"ხატე საქართველოსთვის" - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს

"ხატე საქართველოსთვის" - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს

22 მაისს ქალაქ მცხეთაში მეხუთე საერთაშორისო არტ-ფესტივალი "ხატე საქართველოსთის" გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული  მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენაში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან და საქართველოდან (სულ 24 მხატვარი და სამი საერთაშორისო კურატორი). დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ფესტივალის მონაწილეები  5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ მცხეთაში და მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს შეეძლებათ 26 მაისს მცხეთის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე, ხოლო 27 მაისს - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოეთეკაში. გარდა გამოფენებისა, ფესტივალის მონაწელეები დაინტერესებული პირებისთვის ჩაატერებენ  საინტერესო ვორქშოპებს, 22, 23 და 25 მაისს  ვორქშოპები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, სვეტიცხოვლის მახლობლად გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE FROM GEORGIA, წელს უკვე მეორედ ფესტივალს მხარს უჭერს თიბისი ბანკი. სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთერთი ასეთი ტურის დროს, მხატვრები ეწვევიან შატო-მუხრანს, სადაც გაიმართება უნიკალური მასტერკლასი ფესტივალის მონაწილე იაპონელი მხატვრისგან. ედგარ ლისარაზუ ღვინით ხატვის საინტერესო ტექნიკის დემონსტრირებას მოახდენს.

"ხატე საქართველოსთვის" 2013 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიზანია საქართველოში საინტერესო კულტურული სიახლეების დანერგვა, ქართველ და უცხოელ მხატვრებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარება და მრავალმხრივი კულტურული დიალოგების გამართვა.

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

2 საათის წინ

"მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036