პატრიარქი: უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნებაც იზიდავთ

ადმინისტრატორი

"დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.

ილია მეორე განცხადებაში ენერგეტიკის მინისტრს მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. 

"ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. Aარადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს", - ბრძანებს პატრიარქი.

ცნობისთვი, დღეს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადდბები ცილისწამებაა.

მსგავსი სიახლეები
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება

24 მაისი, 2017

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეან-გინეკოლოგმა ნონა კრილოვმა განუცხადა, განყოფილებას ჯერჯერობით დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის...

მეტი

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24 მაისი, 2017

25 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

პატრიარქი: უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნებაც იზიდავთ

პატრიარქი: უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნებაც იზიდავთ
21:12 | 15 მაისი, 2017

ილია მეორე განცხადებაში ენერგეტიკის მინისტრს მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. 

"ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. Aარადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს", - ბრძანებს პატრიარქი.

ცნობისთვი, დღეს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადდბები ცილისწამებაა.

ავტორი: ადმინისტრატორი