საპატრიარქოს პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს:გამოსავალი უნდა მოიძებნოს

ადმინისტრატორი

საქართველოს საპატრიარქო ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო.

ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვი, დღეს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

მაისამდე, ჭიათურის მაღალმთიანეთში გოგოებს საქორწილოდ კაბებს საჩუქრად გადასცემენ

11 დეკემბერი, 2017

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს...

მეტი

საპატრიარქოს პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს:გამოსავალი უნდა მოიძებნოს

საპატრიარქოს პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს:გამოსავალი უნდა მოიძებნოს
20:55 | 15 მაისი, 2017

"დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო.

ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვი, დღეს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა.

ავტორი: ადმინისტრატორი