ელოშვილი: თბილისში მცხოვრები ხალხი ფასანაურში ყვიროდა გვწამლავთო

ადმინისტრატორი

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ჟურნალისტებთან ქსანი-სტეფანწმინდის მაღალ 500კვტ ელექტროგადმაცემი ხაზების პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები იქ მცხოვრებლებს შეხვდება და გაეცნობიან მათ პრობლემებს. 

"ჩვენ დაველაპარაკებით მოსახლეობას იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ რეალურად აწუხებთ. დავუშავათ, თუ საუბარია ხანდოს ხეობაზე ჩვენ დაველაპარაკებით მაცხოვრებლებს, რომლებიც ცხოვრობენ ფერდობის ძირში, შევხვდებით უკვე ხვალ, დავალებული გვაქვს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შექმნან ჯგუფი და ხვალ მოხდება შეხვედრა. 

ასევე შევხვდებით ოშპიტლის იმ მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ ფერდობის ძირში და მიზანიმართულათ დაველაპარაკებით არა გაურკვეველ პირებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ამ ტერიტორიასთან და ენერგეტიკასთან, არამედ კონკრეტულად იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც რეალურად შესაძლებელია ჰქონდეთ ლეგიტიმური შიშები, რომელზედაც ვალდებული ვართ, რომ გავცეთ პასუხები მათ კითხვას. ჩვენ ამ რეჟიმში გადავდივართ. ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აქამდე მოსახლეობასთან პრობლემებზე საუბარი იყო შეუძლებელი დესტრუქციული ძალების გამო. მისივე თქმით, როდესაც მოსახლეობასთან საუბარი იწყებოდა, წინა პლანზე თბილისელი ადამიანები იდგნენ, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ ფასანაურთან და ხანდოს ხეობასთან. 

"აქამდე ამ დესტრუქციული ძლების გამო ეს იყო შეუძლებელი. ჩავდიოდი თუ არა, მოსახლეობასთან საუბრის პირველივე სიტყვებიდან იწყებოდა წამოძახილები, რომ გვაწმლავთ. ეს იყო თბილისში მაცხოვრებელი ხალხი, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ჩვენ ვწამლავთ მათ ფასანაურში. 

შეხედეთ კადრებს, წინა პლანზე ვინ არიან. ისინი ფასანაურში ცხოვრობენ? ისინი არიან თბილისიდან ჩასულები. ორგანიზაციები ჩავიდნენ და ხალხის კითხვები გადაზარდეს პროტესტში. მათ მისცეს სულ სხვა მიმართულება. ჩვენ განვიხილავდით მომწამვლელი არის თუ არა ხაზები. მეწყერს იწვევს თუ არ იწვევს. 

1300 კილომეტრია ასეთი ხაზი საქართველოში და თუ კი ეს ხაზები მომწამვლელია და ასეთ კატაკლიზმებს იწვევს 30 წლის განმავლობაში ჩვენ სად გვაქვს ამის მაგალითები?!", - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

მაისამდე, ჭიათურის მაღალმთიანეთში გოგოებს საქორწილოდ კაბებს საჩუქრად გადასცემენ

11 დეკემბერი, 2017

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს...

მეტი

ელოშვილი: თბილისში მცხოვრები ხალხი ფასანაურში ყვიროდა გვწამლავთო

ელოშვილი: თბილისში მცხოვრები ხალხი ფასანაურში ყვიროდა გვწამლავთო
14:40 | 15 მაისი, 2017

"ჩვენ დაველაპარაკებით მოსახლეობას იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ რეალურად აწუხებთ. დავუშავათ, თუ საუბარია ხანდოს ხეობაზე ჩვენ დაველაპარაკებით მაცხოვრებლებს, რომლებიც ცხოვრობენ ფერდობის ძირში, შევხვდებით უკვე ხვალ, დავალებული გვაქვს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შექმნან ჯგუფი და ხვალ მოხდება შეხვედრა. 

ასევე შევხვდებით ოშპიტლის იმ მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ ფერდობის ძირში და მიზანიმართულათ დაველაპარაკებით არა გაურკვეველ პირებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ამ ტერიტორიასთან და ენერგეტიკასთან, არამედ კონკრეტულად იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც რეალურად შესაძლებელია ჰქონდეთ ლეგიტიმური შიშები, რომელზედაც ვალდებული ვართ, რომ გავცეთ პასუხები მათ კითხვას. ჩვენ ამ რეჟიმში გადავდივართ. ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აქამდე მოსახლეობასთან პრობლემებზე საუბარი იყო შეუძლებელი დესტრუქციული ძალების გამო. მისივე თქმით, როდესაც მოსახლეობასთან საუბარი იწყებოდა, წინა პლანზე თბილისელი ადამიანები იდგნენ, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ ფასანაურთან და ხანდოს ხეობასთან. 

"აქამდე ამ დესტრუქციული ძლების გამო ეს იყო შეუძლებელი. ჩავდიოდი თუ არა, მოსახლეობასთან საუბრის პირველივე სიტყვებიდან იწყებოდა წამოძახილები, რომ გვაწმლავთ. ეს იყო თბილისში მაცხოვრებელი ხალხი, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ჩვენ ვწამლავთ მათ ფასანაურში. 

შეხედეთ კადრებს, წინა პლანზე ვინ არიან. ისინი ფასანაურში ცხოვრობენ? ისინი არიან თბილისიდან ჩასულები. ორგანიზაციები ჩავიდნენ და ხალხის კითხვები გადაზარდეს პროტესტში. მათ მისცეს სულ სხვა მიმართულება. ჩვენ განვიხილავდით მომწამვლელი არის თუ არა ხაზები. მეწყერს იწვევს თუ არ იწვევს. 

1300 კილომეტრია ასეთი ხაზი საქართველოში და თუ კი ეს ხაზები მომწამვლელია და ასეთ კატაკლიზმებს იწვევს 30 წლის განმავლობაში ჩვენ სად გვაქვს ამის მაგალითები?!", - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი