ისტორიული არჩევანი - საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი 39 წლის ემანუელ მაკრონი იქნება

თამარ ჩხაიძე

მოძრაობა "წინ!" ლიდერი, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს,-ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

Elabe-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, მან ხმების 65.9% დააგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე, პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა- 34.1%. თუმცა, ამომრჩეველთა დაახლოებით 25.8%-ს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება. საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ინაუგურაციისას 39 წლის იქნება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ფრანგების უმრავლესობას გაერთიანება სურს.

მაკრონის მთავარმა კონკურენტმა, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა დამარცხება უკვე აღიარა.

"საფრანგეთში ახალი პრეზიდენტი და მუდმივობა აირჩიეს“, - განაცხადა ლე პენმა მხარდამჭერებთან. Bloomberg-ის ცნობით, მან ასევე დასძინა: "წარმატებას ვუსურვებ, გზად დიდი გამოცდაა".

ლე პენის განცხადებით, იგი ემანუელ მაკრონს პირადად დაუკავშირდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ლე პენმა არჩევნებში დამარცხება ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან მხოლოდ 15 წუთის შემდეგ აღიარა. მარინ ლე პენმა უკვე დასძინა, რომ მისი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

მისი თქმით, "ეროვნული ფრონტი" ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა გადახალისდეს და ახალი პოლიტიკური ძალა გახდეს.

BFMTV-ის ცნობით, მაკრონმა და ლე პენმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, ანუ, როდესაც ეგზიტპოლების პირველი მონაცემები გამოქვეყნდა, ტელეფონით ისაუბრეს.

ევროპაში მაკრონს გამარჯვებას ულოცავენ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას წარმატება მიულოცა. გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა ცენტრისტ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საფრანგეთის არჩევნების შედეგი- "ძლიერი, გაერთიანებული ევროპის გამარჯვებაა".

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

მაისამდე, ჭიათურის მაღალმთიანეთში გოგოებს საქორწილოდ კაბებს საჩუქრად გადასცემენ

11 დეკემბერი, 2017

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს...

მეტი

ისტორიული არჩევანი - საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი 39 წლის ემანუელ მაკრონი იქნება

ისტორიული არჩევანი - საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი 39 წლის ემანუელ მაკრონი იქნება
23:37 | 7 მაისი, 2017

Elabe-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, მან ხმების 65.9% დააგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე, პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა- 34.1%. თუმცა, ამომრჩეველთა დაახლოებით 25.8%-ს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება. საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ინაუგურაციისას 39 წლის იქნება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ფრანგების უმრავლესობას გაერთიანება სურს.

მაკრონის მთავარმა კონკურენტმა, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა დამარცხება უკვე აღიარა.

"საფრანგეთში ახალი პრეზიდენტი და მუდმივობა აირჩიეს“, - განაცხადა ლე პენმა მხარდამჭერებთან. Bloomberg-ის ცნობით, მან ასევე დასძინა: "წარმატებას ვუსურვებ, გზად დიდი გამოცდაა".

ლე პენის განცხადებით, იგი ემანუელ მაკრონს პირადად დაუკავშირდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ლე პენმა არჩევნებში დამარცხება ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან მხოლოდ 15 წუთის შემდეგ აღიარა. მარინ ლე პენმა უკვე დასძინა, რომ მისი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

მისი თქმით, "ეროვნული ფრონტი" ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა გადახალისდეს და ახალი პოლიტიკური ძალა გახდეს.

BFMTV-ის ცნობით, მაკრონმა და ლე პენმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, ანუ, როდესაც ეგზიტპოლების პირველი მონაცემები გამოქვეყნდა, ტელეფონით ისაუბრეს.

ევროპაში მაკრონს გამარჯვებას ულოცავენ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას წარმატება მიულოცა. გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა ცენტრისტ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საფრანგეთის არჩევნების შედეგი- "ძლიერი, გაერთიანებული ევროპის გამარჯვებაა".

ავტორი: თამარ ჩხაიძე