პრემიერი: 5 წლის წინ, ივანიშვილის დაფუძნებული "ქართული ოცნება" დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს

ადმინისტრატორი

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე  გიორგი კვირიკაშვილი  პარტიის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

სწორედ 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები. 
ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს", - ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პრემიერი: 5 წლის წინ, ივანიშვილის დაფუძნებული "ქართული ოცნება" დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს

პრემიერი: 5 წლის წინ, ივანიშვილის დაფუძნებული "ქართული ოცნება" დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს
22:10 | 21 აპრილი, 2017

"დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

სწორედ 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები. 
ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს", - ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

ავტორი: ადმინისტრატორი