ზვიად სიჭინავა: არ გამოვრიცხავ, ზუგდიდის მერობისთვის ვიბრძოლო

ადმინისტრატორი

"არ გამოვრიცხავ ზუგდიდში მერად კენჭისყრას და მე ვიქნები იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ჩემი სახით მოიგებს - ასე განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ინგა გრიგოლიასთან კითხვაზე, ხომ არ აპირებს ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ზვიად სიჭინავა ექსკლუზიურად "აიპრესს" ესაუბრა, სადაც განაცხადა: 

 - ბატონო ზვიად, ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდში კენჭისყრას აპირებთ. ამასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, წინადადებით დაგიკავშირდათ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა გეგმები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?
 
- არა, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ვიცი, რომ წელს ზუგდიდში იქნება არჩევნები. ყოველთვის ხუმრობით ვამბობდი, როდესაც მეკითხებოდნენ, სად ხარო, სოფელ მონაკოში-მეთქი. იმიტომ სოფელი, რომ ჩემთვის არის ერთი ქალაქი, ეს არის ჩემი ზუგდიდი.

- დამოუკიდებლად ფიქრობთ მონაწილეობაზე?
 
- არ გამოვრიცხავ, ეს არის ჩემი ქალაქი. იმიტომ კი არა, რომ მინდა ახლა ვთქვა, ქალაქში არის პრობლემები და მინდა დავეხმარო ქალაქს. თუ რამე შემიძლია ჩემი ქალაქისთვის გავაკეთო, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. იმიტომ, რომ მე იქ გავიზარდე, იქ არის მამაჩემის სასაფლაო, დედაჩემი, ჩემი სახლი და ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ.
 
- რომ იყოს „ქართული ოცნებიდან“ შემოთავაზება არჩევნებში მათი პარტიული სიით მიიღოთ მონაწილეობა, გამორიცხავთ თანამშრომლობას?
 
- ამ ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ. გეტყვით ერთ რაღაცას. ეს არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მენეჯმენტს ანუ მართვას. ეს არის მთლიანობაში სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, განათლება, ჯანდაცვა და სხვა ყველაფრის ერთობა. პატარა ოჯახია, რომელშიც რაღაც უნდა გააკეთო. ეს არ არის პოლიტიკური სტატუსი. არ ვიცი, საერთოდ პარტია რა შუაშია. აქ არის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ უნდა მართო წარმოება, სხვა არაფერი.

- საბოლოო გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული ჩაერთვებით თუ არა არჩევნებში?
 
- როგორ გითხრათ, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვფიქრობ ამაზე. „დათა თუთაშხიაში“ რომ არის, წისქვილი ისეთი ადგილია, ფიქრის მეტი რა გამიკეთებიაო, ემიგრაციაში ამაზე მეტი რა მიფიქრია, როგორ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, რით შემიძლია დავეხმარო და რა გავაკეთო ჩემი გულისთვის, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი სახლისთვის. ეს ფიქრი სულ მაწუხებს, ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ვზივარ და სულ ამაზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს დაახლოებით ასეთი რამეა, შენ რომ იყო სკოლის დირექტორი, ან საავადმყოფოს მენეჯერი, ან სახანძროს დირექტორი, ხომ ფიქრობ, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, წყალი იყოს ხელის დასაბანი, აქ საჭმლის ადგილი, აქ დასაძინებელი. ეს შენი სახლია. 
მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

ზვიად სიჭინავა: არ გამოვრიცხავ, ზუგდიდის მერობისთვის ვიბრძოლო

ზვიად სიჭინავა: არ გამოვრიცხავ, ზუგდიდის მერობისთვის ვიბრძოლო
21:49 | 21 აპრილი, 2017

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ზვიად სიჭინავა ექსკლუზიურად "აიპრესს" ესაუბრა, სადაც განაცხადა: 

 - ბატონო ზვიად, ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდში კენჭისყრას აპირებთ. ამასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, წინადადებით დაგიკავშირდათ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა გეგმები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?
 
- არა, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ვიცი, რომ წელს ზუგდიდში იქნება არჩევნები. ყოველთვის ხუმრობით ვამბობდი, როდესაც მეკითხებოდნენ, სად ხარო, სოფელ მონაკოში-მეთქი. იმიტომ სოფელი, რომ ჩემთვის არის ერთი ქალაქი, ეს არის ჩემი ზუგდიდი.

- დამოუკიდებლად ფიქრობთ მონაწილეობაზე?
 
- არ გამოვრიცხავ, ეს არის ჩემი ქალაქი. იმიტომ კი არა, რომ მინდა ახლა ვთქვა, ქალაქში არის პრობლემები და მინდა დავეხმარო ქალაქს. თუ რამე შემიძლია ჩემი ქალაქისთვის გავაკეთო, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. იმიტომ, რომ მე იქ გავიზარდე, იქ არის მამაჩემის სასაფლაო, დედაჩემი, ჩემი სახლი და ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ.
 
- რომ იყოს „ქართული ოცნებიდან“ შემოთავაზება არჩევნებში მათი პარტიული სიით მიიღოთ მონაწილეობა, გამორიცხავთ თანამშრომლობას?
 
- ამ ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ. გეტყვით ერთ რაღაცას. ეს არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მენეჯმენტს ანუ მართვას. ეს არის მთლიანობაში სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, განათლება, ჯანდაცვა და სხვა ყველაფრის ერთობა. პატარა ოჯახია, რომელშიც რაღაც უნდა გააკეთო. ეს არ არის პოლიტიკური სტატუსი. არ ვიცი, საერთოდ პარტია რა შუაშია. აქ არის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ უნდა მართო წარმოება, სხვა არაფერი.

- საბოლოო გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული ჩაერთვებით თუ არა არჩევნებში?
 
- როგორ გითხრათ, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვფიქრობ ამაზე. „დათა თუთაშხიაში“ რომ არის, წისქვილი ისეთი ადგილია, ფიქრის მეტი რა გამიკეთებიაო, ემიგრაციაში ამაზე მეტი რა მიფიქრია, როგორ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, რით შემიძლია დავეხმარო და რა გავაკეთო ჩემი გულისთვის, ჩემი ქალაქისთვის, ჩემი სახლისთვის. ეს ფიქრი სულ მაწუხებს, ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ვზივარ და სულ ამაზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს დაახლოებით ასეთი რამეა, შენ რომ იყო სკოლის დირექტორი, ან საავადმყოფოს მენეჯერი, ან სახანძროს დირექტორი, ხომ ფიქრობ, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, წყალი იყოს ხელის დასაბანი, აქ საჭმლის ადგილი, აქ დასაძინებელი. ეს შენი სახლია. 
ავტორი: ადმინისტრატორი