ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

ადმინისტრატორი

22 აპრილს, 10 :30 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 - მდე თანამშრომელთან ერთად, მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. აქციას თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის ადგილი: 10 :30 სთ; ლისის ტბის შესასვლელი

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest

25 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა. დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2017

28 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ქალაქ ბორჯომის რეზერვუარების გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს...

მეტი

ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება

ხვალ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება
20:45 | 21 აპრილი, 2017

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 - მდე თანამშრომელთან ერთად, მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. აქციას თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის ადგილი: 10 :30 სთ; ლისის ტბის შესასვლელი

ავტორი: ადმინისტრატორი