პრემიერმინისტრი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. 

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებულ პოტენციალზე. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი გააჩნია–ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მხარეებმა შეაფასეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და უკრაინასთან მიმართებაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. 

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანაშრომლონ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას, სადაც აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ გამოწვევები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

პრემიერმინისტრი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერმინისტრი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
20:10 | 21 აპრილი, 2017

მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. 

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებულ პოტენციალზე. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი გააჩნია–ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მხარეებმა შეაფასეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და უკრაინასთან მიმართებაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. 

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანაშრომლონ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას, სადაც აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ გამოწვევები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი