დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ადმინისტრატორი

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კარინ ფილკენსტონს (Karin Finkelston) და მის თანმხლებ პირებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას წევრ ქვეყნებში ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს.

MIGA-ს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს სააგენტოს მიერ რისკების დაზღვევის მიმართულებებსა და მექანიზმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადღეისოდ, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, ხელმისაწვდომია
MIGA-ს ყველა საგარანტიო პროდუქტი. ეს ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

მსგავსი სიახლეები
შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა

29 მაისი, 2017

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, მიმდინარე წლის მაისის თვეში შემუშავებული იქნა C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსებულია...

მეტი

ბათუმში რატი აბულაძის საჯარო ლექცია გაიმართება

30 მაისი, 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის, რატი ლექვინაძის საჯარო ლექცია გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.  2017 წლის 1, 2, 3 ივნისს 11:00 საათზე...

მეტი

დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
19:10 | 21 აპრილი, 2017

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას წევრ ქვეყნებში ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს.

MIGA-ს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს სააგენტოს მიერ რისკების დაზღვევის მიმართულებებსა და მექანიზმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადღეისოდ, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, ხელმისაწვდომია
MIGA-ს ყველა საგარანტიო პროდუქტი. ეს ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

ავტორი: ადმინისტრატორი