"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სრული მასშტაბით სერვისებს აფართოვებს

ადმინისტრატორი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აფართოვებს თავის სერვისებს, თბილისის სრული მასშტაბით, ამჟამად წყალარინების მიმართულებით. კომპანიას წყალარინების მაგისტრალური ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს, სადაც აქამდე  აბონენტები არ ყავდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სამგორის რაიონის იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა წყალარინების სისტემა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალარინების მაგისტრალურ ქსელს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.

დღეს, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან  -  გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

პროექტი 4 ეტაპიანია.  ჯამში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 12 კილომეტრზე მეტი  სიგრძის წყალარინების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება.  კომპანია  აღნიშნულ პროექტში  11 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. 

პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო - იუმაშევის, რუსთაველის, ორახელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე 3 კმ წყალარინების ქსელის და 55  საკანალიზაციო ჭის მოწყობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.

სამუშაოების მეორე ეტაპზე აეროპორტის დასახლებაში 3კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის მესამე ეტაპი აეროპორტიდან ლილოს დასახლების მიმართულებით გაგრძელდება და 2 კმ სიგრძის წყალარინების  ქსელი მოეწყობა.

მეოთხე, საბოლოო ეტაპზე, ნასაგურში, წინუბანში, ლილოს დასახლებაში და ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე 4.2 კმ სიგრძის ქსელი აშენდება. პროექტი  2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სამგორის რაიონში, წყალარინების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

მწყემსი ქალი უკანა ფშავიდან პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას

20 ნოემბერი, 2017

სიუჟეტის გმირი მომავალი ექთანია. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას. კვირის განმავლობაში სწავლობს და მუშაობს. დასვენების დღეს კი, უკანა ფშავში მშობლებთან ბრუნდება და ცხვრის ფარას მწყემსავს. 21 წლის...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სრული მასშტაბით სერვისებს აფართოვებს

16:44 | 21 აპრილი, 2017

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აფართოვებს თავის სერვისებს, თბილისის სრული მასშტაბით, ამჟამად წყალარინების მიმართულებით. კომპანიას წყალარინების მაგისტრალური ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს, სადაც აქამდე  აბონენტები არ ყავდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სამგორის რაიონის იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა წყალარინების სისტემა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალარინების მაგისტრალურ ქსელს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.

დღეს, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან  -  გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

პროექტი 4 ეტაპიანია.  ჯამში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 12 კილომეტრზე მეტი  სიგრძის წყალარინების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება.  კომპანია  აღნიშნულ პროექტში  11 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. 

პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო - იუმაშევის, რუსთაველის, ორახელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე 3 კმ წყალარინების ქსელის და 55  საკანალიზაციო ჭის მოწყობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.

სამუშაოების მეორე ეტაპზე აეროპორტის დასახლებაში 3კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის მესამე ეტაპი აეროპორტიდან ლილოს დასახლების მიმართულებით გაგრძელდება და 2 კმ სიგრძის წყალარინების  ქსელი მოეწყობა.

მეოთხე, საბოლოო ეტაპზე, ნასაგურში, წინუბანში, ლილოს დასახლებაში და ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე 4.2 კმ სიგრძის ქსელი აშენდება. პროექტი  2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სამგორის რაიონში, წყალარინების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

ავტორი: ადმინისტრატორი