წყალტუბოს გამეგებელი და ცოტნე ზურაბიანი სოფელ გუბისწყლის მოსახლეობას შეხვდნენ

წყალტუბოს გამეგებელი და ცოტნე ზურაბიანი სოფელ გუბისწყლის მოსახლეობას შეხვდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოფელ გუბისწყლის მოსახლეობას შეხვდნენ,- ამის შესხებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

,,როგორც დაგპირდით ვაგრძელებთ მოსახლოებასთან შეხვედრებსა და იმ პრობლემების მოსმენას, რომელთა გადაჭრას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დღეს განვიხილავთ თქვენი სოფლისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან გაზიფიციების საკითხს, ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულია და რომლებშიც ჩართვა შესაძლებელია’’- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა. 

ქალაქ წყალტუბოსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’- ს წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ბაკურ ბალანჩივაძემ. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზიფიცირდა ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა, ბუნებრივი აირის ქსელი მოეწყო ფარცხანაყანევში, ქვიტირსა და მაღლაკში, ამჟამად მიმდინარეობს გუმბრის, ხომულისა და ბანოჯას გაზიფიცირება, უახლოს მომავალში უნდა მოხდეს სოფელ გუბისწყლისა გაზიფიცირების პროექტირება, ბატონმა ბაკურმა შეკრებილებს აუხსნა, რომ ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’- კერძო კომპანიაა, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოქმედებს, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებას მხოლოდ შუამდგომლობის ფუნქცია აქვს.

სოფელ გუბისწყლის კლუბში შეკრებილ მოსახლეობის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან პრობლემებზე დასმულ კითხვებზე უპასუხა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა-

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიმდინარე წელს მოხდეს გუბისწყლის გაზიფიცირების შესაბამისი პროექტის შედგენა, რასაც მოჰყვება სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაობის დაწყება, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩემი ყოფნის დროს განხორცილდა ათეული წლების განმალობაში შეუკეთებლი გუბისწლის გზის რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდა სასოფლო კლუბი, მოეწყო გარე განათების ქსელი, ამოქმედდა სასოფლო ბიბლიოთეკა, რეაბილიტირებულია სოფლის საჯარო სკოლა, ასე რომ, გაზიფიცირების საკითხის დადებითად გადაჭრასაც შევძლებთ - განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

"ქართული ოცნების" ოზურგეთის რეგიონალურ ორგანიზაციას დღედან მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" ოზურგეთის რეგიონალურ ორგანიზაციას დღედან მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს

18 წუთის წინ

ყრილობამდე აღნიშნულ თანამდებობას ოზურგეთის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იკავებდა. შეხვედრა ურეკის კულტურის სახლში შედგა და მას "ქართული ოცნების" 300-მდე დელეგატი ესწრებოდა. შენობის გარეთ ადგილობრივები იყვნენ შეკრებილი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036