პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ადმინისტრატორი

პარლამენტმა "საზგაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი 89 ხმით არც ერთი წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ანუ, პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა დაერიცხება 100 ქულა, 2018 წლიდან კი ეს ქულები განულდება და თავიდან დაერიცხებათ 100 ქულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით, როდესაც როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 50-მდე შეუმცირდება, მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება. SMS-ს მიიღებს ასევე 20 ქულის დარჩენის შემთხვევაში. ქულების განულების შემთხვევაში კი, პირი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მართვის მოწმობა არის შეჩერებული. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მეორე დღესვე ჩააბაროს გამოცდა და დაიბრუნოს მართვის მოწმობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნება, ან 1 წლის შემდეგ მას მართვის მოწმობა 100 ქულით ავტომატურად აღუდგება.

ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
16:23 | 21 აპრილი, 2017

პარლამენტმა "საზგაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი 89 ხმით არც ერთი წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ანუ, პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა დაერიცხება 100 ქულა, 2018 წლიდან კი ეს ქულები განულდება და თავიდან დაერიცხებათ 100 ქულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით, როდესაც როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 50-მდე შეუმცირდება, მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება. SMS-ს მიიღებს ასევე 20 ქულის დარჩენის შემთხვევაში. ქულების განულების შემთხვევაში კი, პირი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მართვის მოწმობა არის შეჩერებული. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მეორე დღესვე ჩააბაროს გამოცდა და დაიბრუნოს მართვის მოწმობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნება, ან 1 წლის შემდეგ მას მართვის მოწმობა 100 ქულით ავტომატურად აღუდგება.

ავტორი: ადმინისტრატორი