ზურაბ ჯაფარიძე: "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს ჯარის გადავადებაში ეხმარება

იაგო ნაცვლიშვილი

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

ამის შესახებ „აიპრესს“ პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მის გაუქმებაზე არ მიდის, ამიტომ „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სადაც ახალგაზრდებს მღვდელმსახურის სტატუსს აძლევენ და შესაბამისად ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადება.

„ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისათვის. იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლების შემზღუდავი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ეს აიძულებს ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში დაკავდნენ რაღაც საქმიანობით. სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ გავაგებინეთ ხელისუფლებას. ჩვენ გვქონდა წინა მოწვევის პარლამენტში ცვლილებების პაკეტი, რომელიც 29 კანონისგან შედგებოდა, სამწუხაროდ მისი გატანა ვერ მოხერხდა.

დისკუსია, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიმართა, სადაც საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენთან ჯერჯერობით საღი აზრის გამარჯვება ასეთი ადვილი არ არის. ჩვენ უამრავი ახალგაზრდა გვწერდა ამ პრობლემის შესახებ, ნაწილი გვწერდა როგორ დაენგრათ მათ ცხოვრება ამის გამო. მათ დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, დაენგრათ ახლადშექმნილი ოჯახები... ჩვენ ვეძებდით გზას, რომ დაგვეცვა ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან.

ვიპოვეთ ეს გზა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის შექნას. კანონმდებლობის თანახმად, თუ ადამიანი რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახურია, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მოხდეს სამხედრო სამსახურის გადავადება, პრინციპში შეუზღუდავი ვადით. მე პირადად არ ვარ ამ პროცესში ჩართული, მაგრამ „გირჩის“ წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია.

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯარში იწვევენ, უნდათ რომ იძულებით წაიყვანონ ჩვენს მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია მათ აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს. შემდეგ ხდება ოფიციალური დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სხვა დოკუმენტების წარდგენა ადგილობრივ გამგეობებში, შესაბამისად კომისარიატები იძულებულები არიან გაათავისუფლონ ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რელიგიურ ორგანიზაციებს მღვდელმსახურის პირების რაოდენობა ლიმიტი ხომ არ აქვს დაწესებული, პასუხობს, რომ ეს შეზღუდვა არ არსებობს.

„კანონმდებლობით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, რა სახის რელიგიური ორგანიზაციაა, ეს არის ჩვეულებრივი რელიგიური ორგანიზაცია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მის დაფუძნებას, შესაბამისად მოხდა მისი დარეგისტრირება, რომლის სახელწოდებაც არის „ბიბლიური თავისუფლება“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლების იდეას ქადაგებს. ეს სრულ თანხვედრაშია იმასთან, რისთვისაც იბრძვის „გირჩი“. ჩვენი პარტიის არსი ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესთან“ საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest

25 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა. დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2017

28 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ქალაქ ბორჯომის რეზერვუარების გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს...

მეტი

ზურაბ ჯაფარიძე: "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს ჯარის გადავადებაში ეხმარება

ზურაბ ჯაფარიძე: "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს ჯარის გადავადებაში ეხმარება
16:28 | 21 აპრილი, 2017

ამის შესახებ „აიპრესს“ პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მის გაუქმებაზე არ მიდის, ამიტომ „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სადაც ახალგაზრდებს მღვდელმსახურის სტატუსს აძლევენ და შესაბამისად ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადება.

„ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისათვის. იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლების შემზღუდავი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ეს აიძულებს ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში დაკავდნენ რაღაც საქმიანობით. სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ გავაგებინეთ ხელისუფლებას. ჩვენ გვქონდა წინა მოწვევის პარლამენტში ცვლილებების პაკეტი, რომელიც 29 კანონისგან შედგებოდა, სამწუხაროდ მისი გატანა ვერ მოხერხდა.

დისკუსია, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიმართა, სადაც საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენთან ჯერჯერობით საღი აზრის გამარჯვება ასეთი ადვილი არ არის. ჩვენ უამრავი ახალგაზრდა გვწერდა ამ პრობლემის შესახებ, ნაწილი გვწერდა როგორ დაენგრათ მათ ცხოვრება ამის გამო. მათ დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, დაენგრათ ახლადშექმნილი ოჯახები... ჩვენ ვეძებდით გზას, რომ დაგვეცვა ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან.

ვიპოვეთ ეს გზა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის შექნას. კანონმდებლობის თანახმად, თუ ადამიანი რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახურია, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მოხდეს სამხედრო სამსახურის გადავადება, პრინციპში შეუზღუდავი ვადით. მე პირადად არ ვარ ამ პროცესში ჩართული, მაგრამ „გირჩის“ წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია.

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯარში იწვევენ, უნდათ რომ იძულებით წაიყვანონ ჩვენს მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია მათ აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს. შემდეგ ხდება ოფიციალური დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სხვა დოკუმენტების წარდგენა ადგილობრივ გამგეობებში, შესაბამისად კომისარიატები იძულებულები არიან გაათავისუფლონ ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რელიგიურ ორგანიზაციებს მღვდელმსახურის პირების რაოდენობა ლიმიტი ხომ არ აქვს დაწესებული, პასუხობს, რომ ეს შეზღუდვა არ არსებობს.

„კანონმდებლობით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, რა სახის რელიგიური ორგანიზაციაა, ეს არის ჩვეულებრივი რელიგიური ორგანიზაცია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მის დაფუძნებას, შესაბამისად მოხდა მისი დარეგისტრირება, რომლის სახელწოდებაც არის „ბიბლიური თავისუფლება“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისუფლების იდეას ქადაგებს. ეს სრულ თანხვედრაშია იმასთან, რისთვისაც იბრძვის „გირჩი“. ჩვენი პარტიის არსი ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესთან“ საუბრისას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი