ლიტველები ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობას გეგმავენ

ადმინისტრატორი

ლიტველი ბიზნესმენები ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობის შესაძლებლობას სწავლობენ და სამუშაო შეხვედრებს მართავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ამ მიზნით დღეს ინვესტორები გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩადებს თუ არა ლიტვური მხარე ინვესტიციას ოზურგეთში ექადიის პარკის განვითარებაში ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მოგვიანებით მიიღებენ. გუბერნიის ინიციატივით ქალაქ ალიტუსში მდებარე ანალოგიური პარკის დამფუძნებლებთან გაიმართა კონსულტაცია, რის შემდეგადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილზე ენახათ სიტუაცია და შეედგინათ განვითარების კონცეფცია. ჩვენ ინვესტორთა ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

ლიტველები ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობას გეგმავენ

ლიტველები ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობას გეგმავენ
16:00 | 21 აპრილი, 2017

ამ მიზნით დღეს ინვესტორები გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩადებს თუ არა ლიტვური მხარე ინვესტიციას ოზურგეთში ექადიის პარკის განვითარებაში ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მოგვიანებით მიიღებენ. გუბერნიის ინიციატივით ქალაქ ალიტუსში მდებარე ანალოგიური პარკის დამფუძნებლებთან გაიმართა კონსულტაცია, რის შემდეგადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილზე ენახათ სიტუაცია და შეედგინათ განვითარების კონცეფცია. ჩვენ ინვესტორთა ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი